Smudgeმართალს ამბობ, ბეტმენზე არ ვიცი სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება დაუწყო ლაპარაკი, მარა აი ჩვეულებრივი ურთიერთობა , რომ ავიღოთ მაგალითად მე ბევრი სკოლა მაქვს გამოცვლილი 12 წლის მანძილზე და ახალ გარემოში გადასვლა თავიდან ხო ყველას უჭირს, მარა მერე იმდენად შევეჩვიე პრობლემა აღარ მქონდა. ერთ დღეს 2-3 ბიჭთან ან გოგოსთან დავილაპარაკებდი რაღაც თემაზე, მეორე დღეს უკვე გადაკოცნით ვხვდებოდით ერთმანეთს როცა 2 დღის წინ საერთოდ არ ვიცნობდით ერთმანეთს და უკვე რაღაცნაირად ახლოს ვიყავით, მერე მეორე დღეს სხვა 2-3 ბიჭთან ან გოგოსთან ვილაპარაკებდი რაღაც თემაზე და ა.შ. მთელ კლასთან ვასწრებდი დამეგობრებას 1 კვირაში

ეგრე გოგოსთან მიმართებაშიც, გაცნობა არაა პრობლემა, მთავარია თავის მოწონება, თორე ცნობით იმდენ გოგოს ვიცნობთ ალბათ ყველა, რომ რავი...
ისე ერთხელ მაღაზიაში შევედი და ლამაზი გოგო იყო გამყიდველი, ხოდა ვითომ ყრუ-მუნჯი ვიყავი ერთი 10 წუთი "უ" -ს გარდა არაფერი არ მითქვამს

თან ცდილობდა ხელებით მივეხვედრებინე რას მეუბნებოდა და ბოლოს ქუდი, თუ რაღაც ვიყიდე და ჩეკი , რომ გამოწერა მადლობა თქო, რომ ვუთხარი ჯერ მაგრად გაუკვირდა და მერე რამდენიმე წუთი სიცილს ვერ იკავებდა

გავიცანი კიდეც სახელი მითხრა და დავემშვიდობე რა მეტი არაფერი არ გამიგრძელებია. მიტყდება ეგრე უცნობ გოგოებთან ჩალიჩი, თორე რამდენი გოგოა ეგრე კურსელი,კლასელი,უბნელი,მეგობარი, რომ დიდი ხანია ვიცნობ უკვე ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან და რაიმე ურთიერთობის წამოწყება არ გამიჭირდება, მარა მკიდია რაღაცნაირად ეს უწუ პუწუები რა