საღამო მშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, დამსწრე საზოგადოებავ!
ბევრი რომ არ "გავახურო" ერთი შემთხვევის(ქეისის) დაწერა მინდა და თქვენი აზრები მაინტერესებს ამის შესახებ...
მოკლედ, ამას წინად, ასეთი შემთხვევა მოხდა, მეგობართან საუბრისას ჩათში, დაახლოებით ასეთი შეკითხვა დავსვი, რაღაც თუ მოგდომებია უცბად-მეთქი და იმანაც კი ახლაო, შოკოლადი მომინდა, მაგრამ გვიანია და მაღაზიაში ვერ ჩავალო...(სადღაც 1-ია, ღამის, ოფც) ნუ, შოკოლადი უყვარს ეგზომ, მაგრამ ვის არ უყვარს შოკოლადი?!..(ნამდვილად არ ვგიჟდები, არა და... =)) "all u need is love, but a little chocolate now and then it doesnt hurt." M. Shuls (well said=))
ხო, მე მის სურვილამდე მინდოდა, თბილისის, ღამის თბილისის ხედის დანახვა(ისე, იშვიათად, მაგრამ 3-4 სთ-სკენ ცარიელ ქუჩებში სიარული, ნამდვილი თერაპიაა, როცა გარეთ სიცივეა და მას ოდნავ სალონშიც უშვებ ხომ საერთოდ... =)) ჰმ, რაღაც ჩანახატი გამომდის ვგონებ და...
ე.ი. მე გავაგრძელე, საკმარისად არ გინდა-მეთქი, ალბათ... თორემ... მან, მე და შოკოლადიო?!..(აქედან გავიგე მისი და შოკოლადის ურთიერთობის შესახებ, ამის გათვალისწინებით, აქვე აღვნიშნავ, ძალიან, იდეალური ფიგურა აქვს)
მოკლედ, მე ვაპირებ გასვლას და შენი არ ვიცი-მეთქი... ეს მივწერე და მივაყოლე მობილურზე მესიჯიც, იმიტომ რომ მესენჯერში 2 წუთის ინექტივ იყო უკვე... მესიჯი დაახლოებით ასეთი იყო:შეგიძლია აისრულო ეგ სურვილი(მით უფრო ხვალ დიეტას იწყებდა და.. ეს არ მიმიწერია:დ) უბრალოდ, სახელი, შოკოლადის სახელი მომწერე-მეთქი... ისიც მივწერე, მაინც მანდეთ მიწევს გამოსვლა-მეთქი...(ვითომ ეს არ უნდა მექნა?!..)
ამის შემდეგ, სანამ ჩავიცვი, ვამოწმებდი მესენჯერის აქტივობას და ჰმ, ვნახე რომ მესიჯის შემდეგ ერთხელ კიდევ იყო შემოსული!.. ნუ, მეორე დღეს მომწერა, დილით ვნახეო და რაღაც-რაღაც... რამ გადაგრია გუშინო...
მე დიდი ალბათობით, თითქმის არ ვუშვებ, რომ მას არ შეეძლო ამ მესიჯის ნახვა, უფრო სწორად ვეჭვობ, რომ ნახა კიდეც... =)))
თქვენ კი მადლობა თუ წაიკითხეთ და ერთი-ორი სიტყვით შეგიძლიათ შემოიფარგლოთ... =))
პ.ს. ძალიან გავრისკე და იმედია, ვინმე ფორუმელი მეგობარი არ ჰყავს, თორემ ხარაკირს გავიკეთებ! =)))
პ.პ.ს. მე მაინც გავედი და დავტკბი ღამის თბილისით(ესეც შეიძლება განწყობას გააჩნია, მაგრაამ)
მაგრამ როცა გადმოვიხედე, მივხვდი რომ რაღაც მაკლდა... ან ვიღაც...
ჰმ, გაუშვით სადმე ენჯელ.ჯიზე დასადები პოსტად ვაქციე
This post has been edited by კომუნისტ on 3 Nov 2015, 01:34