#46382846 · 4 Dec 2015, 03:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ჩემს კომპლექსებზე მინდა დავწერო. სიმაღლის კომპლექსზე რომელსაც ვეღარ ვიშორებ, ხელს მიშლის რომ ვინმესთან ურთიერთობა დავიწყო.ვინმეს რომ შევხვდე. მგონია ვერაფერს მეტყვიან და დამცინებენ თავისთვის და აღარ მოუნდებათ ჩემთანს ურთიერთობა. ბავშობიდან დაბალი ვარ, ყოველთვის განვიცდიდი, ზოგჯერ მეღადავებიან და მწყინს ძალიან. 23 წლის ვარ და სერიოზული ურთიერთობა არასოდეს მქონია. მეუბნებიან ხოლმე რომ ლამაზი ვარ,მაგრამ არ მჯერა. ყოფილა რამდენიმე შემთხვევა რომ შევყვარებივარ ბიჭს მაგრამ მასთანაც არაფერი გამომსვლია. თქვენც გაქვთ ,სგავსი კომპლექსები? ზოგჯერ ვფიქრობ რომ ეს არაფერია არ უნდა ვიფიქრო მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდის სხვანაირად ხდება. |
არ იქნებოდი დაბალი,იქნებოდი მაღალი და სხვანაირი ბარიერი გექნებოდა,მაგალითად საკუთარი ფეხის თითები,ყვრიმალები,ნიკაპი,ან ყურის ნიჟარები არ მოგეწონებოდა,ან იდეალურთან მიახლოებული იქნებოდი ყველანაირად,მაგრამ შიგნიდან ეჭვის გუდა,უნდობი,უკარება და ა.შ დაუსრულებლად...
არც ერთი ადამიანი არ დადის უნაკლოდ ამქვეყანაზე...
მთავარია საკუთარი თავში აღიარო ,რომ გაქვს ბარიერი,მერე ისიც დაინახო,რომ სხვებსაც აქვთ ბარიერები...მერე იმას მიხვდე,რომ ყველა ადამიანი საჭიროებს სითბოს და სიყვარულს...გაეცი სითბო და სიყვარული და ვინმეს აუცილებლად მოუნდება შენგან მისი მიღება... როგორც კი ადამიანი ურთიერტობაში სიყვარულის გაცემაზე მეტს ინდომებს,მაშინვე დისკომფორტი წარმოიშვება...ყველა ასეა,ყველგან ასეა---მაღლებთანაც,დაბლებთანაც,ქალებთანაც,კაცებთანაც,საქართველოშიც,ამერიკაშიც ,გვინეაშიც და სადაც გინდა იქ....
--------------------
ეძიებდე და ჰპოვებდე
|