ჰე ჰე ერთ მაგარი ვერსია გაჟღერდა, სიტყვათა თამაშით თან. :დ
თრუ თუ ფოლს, ასე უნივერსალურად ვერ ვიტყვით.
ამის დამწერს დაწერის ან ფიქრის დროს ასეთი განწყობა ან მდგომარეობა უხდებოდა.
ჩემი მაგალითით კი, როდესაც სინდისის წინააღმდეგ ვმოქმედებ, მაგ დროს ზოგჯერ სიტყვიერად ისეთი მორალისტი და სამართლიანობის მებრძოლი ვარ, ვინც არ მიცნობს ანუ დედაჩემის გარდა ყველა ფიქრობს რომ ძაან ძერსკი ვარ შინაგანად, შარავანდედით და ცეცხლოვანი მახვილით, რომლითაც მზად ვარ მოვსპო მანკიერება.
აი ზოგჯერ კი პირიქით, მეზობლის ბავშვივით მიჩმორებული ვარ, რადგან მაწუხებს ჩემი თავი, რაის მორალისტობა და სიტყვიერ კოცონზე დაწვა შეჩვენებულებს.
თუმცა, ის რომ გათახსირებული, ნატანჯი, საცოდავი, ჩამოღლეტილ-ჩამოხეული, ავი და ბინძური სამყარო უფრო მეცოდება, მიყვარს და მინდა მათიანი გავხდე, რადგან გავიგო რა არის ნამდვილი ცხოვრება და მისი გემო, არამგონია იმას ნიშნავდეს რომ ღრუბელში დაფარფატებს ჩემი თავი და მანანას შეექცევა ოლიმპოელ ნაშა-ზევსთან. ისე ძაან მინდა ჩემი ნაშა რომ იყოს ზევსი. ეტყობა რამე პათოლოგიაა.
ხოდა ამიტომ არ მევასებიან ტლიკინა ხალხი, მაგათ ტლიკინს უკან დიდი გაიძვრეობაა. სუფთა და კეთილი ადამიანი არ ყვირის სისუფთავეზე და მით უფრო თავის სისუფთავე-სიკეთეზე. ის ჯასთ ასე ცხოვრობს.
ერთი ტალახში დავარდნილი და უბდური უფრო ფასობს ჩემთვის, ვიდრე ათასი ტრაკმომთბარი ქუქლეზა!
აი ახლაც წავუტრიბუნე, რადგან ამ წამს მე თვითონ ვარ ძაან ტრაკმომთბარი ცხოველი ზარმაცა. რომ არ ვიყო, სიტყვებით თქმა არ მომინდებოდა.
იმენა ესა
https://www.google.ge/search?q=ზარმ...mobile&ie=UTF-8