don gajetino
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Members
წერილები: 45867
წევრი No.: 131886
რეგისტრ.: 29-May 11
|
#46719976 · 14 Jan 2016, 00:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პითონი
აი ეს ტექსტი ჩაწერე და ამ მეილზე გააგზავნე info@cardplayer.ge
სიმართლე რომ ითქვას, ადამიანები, რომლებიც რივერზე დებენ როგორც წესი, საუკეთესო ხელი ჰყავთ. თუმცა, ბევრი მოთამაშე რივერზე ბეთით ბლეფის გაკეთებას ცდილობს. მე შემიძლია გავიხსენო ერთ-ერთი სატელევიზიო დარიგება, ფრედი დიბთან, რომელიც კარგი მაგალითი იქნება, თუ როგორ გავაკეთე დიდი რეიზი, ბლეფის განზრახვით. ეს იყო კარგი სტრუქტურის მქონე ტურნირი, სადაც ორივეს საკმაოდ ბევრი ჩიპი გვქონდა, დაახლოებით 350.000 ჩიპი დარიგების დაწყების მომენტისთვის. ამ დარიგებამდე საკმაოდ პასიურად ვთამაშობდით. 'ბატონიდან' 1.600 ჩიპით და სხვადასხვა ფერის ტუზ შვიდიანით თამაშში ლიმპით შევედი. გულის ტუზი მე მეჭირა. ფრედიმ 7.000-მდე გაზარადა. მივხვდი, რომ მას ცუდი კარტი არ უნდა ჰყოლოდა, მაგრამ ჩემი პოზიციისა და არც ისე სუსტი ხელის გათვალისწინებით, გადავწყვიტე ქოლი გამეკეთებინა. ფლოპი რიგდება K62, ორი გულით. როგორც ვთქვი, გულის ტუზი მე მეჭირა, რომელიც ამ ფლოპზე დიდად არ მეხმარებოდა, თუ ორი გული არ დაიდებოდა და რანერ ფლეშს არ გავაკეთებდი. მიუხედავად ამისა, ჩვენი სტეკების გათვალისწინებითა და გულის A-ის დახმარებით, თუ კიდევ ერთი გული დაიდებოდა, პოტ ლიმიტ ომაჰას მსგავსი ხრიკის გაკეთებას და ფლეშის განსახიერებას შევძლებდი. მოკლედ, ფრედი იწყებს მოქმედებას და დებს 16.000-ს, რაც საკმაოდ დიდი ბეთია. ამ ყველაფერმა მაფიქრებინა, რომ დიდი შანსია ფრედის QQ/JJ/TT ან რაიმე მსგავსი ჰყავდეს. ბორდზე K დევს, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ თუ მის ბეთს მივიღებდი, მოგვიანებით ბანკის მოგების შანსიც მომეცემოდა. ასე რომ, თერნზე ბანკის მოპარვის იმედით, მისი ბეთს ქოლით ვუპასუხე. თერნზე იდება 4. ბორდი ასე გამოიყურება: K624, ორი გულით. ფრედი ჩექს აკეთებს. მე კი - 30.000-იანი ბეთით, ბანკის მოპარვას ვცდილობ. ფრედი მომენტალურად ქოლავს ,მე უკვე აღარ ვარ დარწმუნებული მის ხელში, მაგრამ დანამდვილებით მაქვს გადაწყვეტილი, რომ რივერზე დიდი ბეთით ბლეფს ვაკეთებ. რივერს, მაგიდაზე, გულის 4 მოაქვს, რაც ბორდსაც აწყვილებს და სავარაუდო ფლეშსაც დებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კარტია. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ფრედიმ იცის, მე შემიძლია 34-ით, 45-ით და მსგავსი ხელებით თამაშში შესვლა. ასევე 64, რომელიც ფულჰაუსს, ან უბრალოდ 4-იანების ტრიპსს მომცემდა. მან იცის, რომ მე ყველაფრით შემიძლია თამაში. ზუსტად აქ იწყება საინტერესო თამაში, რომელიც რამდენიმე შეცდომასაც შეიცავს და მინდა სწორედ მათზე გავამახვილო ყურადღება. რამდენადაც პოზიცია მე მაქვს, პირველი სვლა ფრედი დიბზეა და ის 65.000 ჩიპს დებს. ჩემი გულის A-ისა და დარიგების მსვლელობის გათვალისწინებით, ფრედის ბეთი საკმაოდ დამაეჭვებელია: ეს არც ისე დიდი ფსონია, თითქოს ველიუბეთსაც ჰგავს, მაგრამ მთელი საქმე გულის A-შია, რომელიც მე მყავს და არა მას, შესაბამისად მისი ნატსფლეში გამოირიცხა. ჩვენ კიდევ ერთი რამ ვიცით: თუ თერნზე ჩემს რეიზს, რირეიზით არ პასუხობს, მის ხელში ორი წყვილი და ტრიპსიც გამოირიცხა, რადგან ის ვალდებული იქნებოდა ჩექ-რეიზი ეთამაშა. ფრედის პრეფლოპ რეიზის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ მას AK ჰყავს და თერნზე ჩემი ჩექის იმედით, ფლოპზე ცდილობს შეტევას. თითქოს ეს თავდაცვითი ბეთია. მაგრამ ის ამ ყველაფერს აკეთებს ჭკვიანი მოთამაშის წინააღმდეგ, რომელიც მე ვარ, კარგი მოთამაშის წინააღმდეგ, რომელიც ასევე მე ვარ! მოთამაშის წინააღმდეგ, რომელსაც ბანკის მოპარვა თავისუფლად შეუძლია. მე ხომ ეს ადრეც გამიკეთებია?! ასე რომ, ის აკეთებს 65.000-იან ბეთს, რაც მე გადაწყვეტილების წინაშე მაყენებს. ასეთ დროს ნათლად ჩანს განსხვავება ცოდნასა და მოქმედებას შორის. მე ვგრძნობ, რომ ამ მომენტში ბლეფ-რეიზმა უნდა იმუშაოს, მაგრამ საკითხავია: რამდენი უნდა დავდო? თუ ოლ ინს გავაკეთებ, ცოტა არ იყოს, საეჭვოდ გამოჩნდება. რა თქმა უნდა, მე ფოლდი მინდა, მაგრამ თერნზე ჩექ-ქოლით, ფრედის, ძალის დემონსტრირება ნამდვილად არ მოუხდენია. ამ დროს ვცდილობ სიტუაცია ისე წარმოვაჩინო, რომ ქოლის გაკეთება მინდა, მაგრამ ამავე დროს თავიდან უნდა ავიცილო გაკოტრება და მთლიანი სტეკის წაგება. გადავწყვიტე 65.000-იანი ქოლი გამეკეთებინა და 100.000 ჩიპით - რირეიზი, რადგან ფრედი კარგი მოთამაშეა და იძულებული იქნებოდა AK გადაეყარა. მართლაც, რას უნდა მოუგოს ამ კარტით? ერთადერთი, რასაც ის უგებს, ცარიელი ბლეფია. მე ვიცი, რომ მას ფლეში არ უნდა ჰყავდეს, რადგან პრეფლოპ რეიზს, ისეთი ორი გულით, რომელშიც A არ შედის, ის არ გააკეთებდა. სავარაუდოდ მას AK, ან AA უნდა ჰყავდეს. მაგრამ ფრედიმ იცის, რომ თუ მე რირეიზს ვაკეთებ, ასეთ ხელებს ნამდვილად უნდა ვუგებდე. საკმაოდ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, შემომხედა და მეკითხება: ფლოპზე სეტი დაიჭირე, არა? ის აგდებს თავის AK-ის და მე... რა თქმა უნდა, ვცდილობ მის 'გამწარებას' და ვაჩვენებ ჩემ ბლეფს, ეს სხვა ისტორიაა.
მოდით შევხედოთ ამ დარიგებას ფრედი დიბის მხრიდან. ასეთ სიტუაციაში, ფრედის, რივერზე ჩექი უნდა ეთამაშა. მე საკმაოდ მყარად მქონდა გადაწყვეტილი ბლეფის გაკეთება და სავარაუდოდ 100.000-მდე ჩიპს დავდებდი. ამ შემთხვევაში, ფრედის საკმაოდ ძლიერი ხელი, ე.წ. 'ბლეფქეჩერი' ჰყავს. მისი AK-ით თავისუფლად შეეძლო რივერზე ჩექის გაკეთება. მე დავდები ჩემ 100.000-ს და ის მიიღებდა შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც სავარაუდოდ ქოლი იქნებოდა. მაგრამ მისი ბეთი ყველაზე ცუდი სცენარი იყო. მან არათუ წააგო ის დარიგება, რომელიც უნდა მოეგო, არამედ დამატებითი 65.000 ჩიპი და ჩემი კარტის ნახვის საშუალება დაკარგა, თუმცა მე ის მაინც ვაჩვენე... როცა მას შეეძლო უბრალოდ ჩექი გაეკეთებინა, რასაც ჩემგანაც ჩექი მოჰყვებოდა, ან ჩემ ბეთს დალოდებოდა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო. მაგრამ ორივე შემთხვევაში, ის დამატებით 65.000 ჩიპს არ დაკარგავდა. ფრედი დიბი ძალიან კარგი მოთამაშეა. ეს იყო საკმაოდ საინტერესო დარიგება, რომელშიც ორი გამოცდილი მოთამაშე მონაწილეობდა. ვფიქრობ, ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შუეძლია რივერზე მიღებულ არასწორ გადაწყვეტილებას, დაგაკარგინოთ მოგებული დარიგება.
სპირიტ მე ფართიზე მგონიხარ :დ ლოც
This post has been edited by don gajetino on 14 Jan 2016, 00:21
|