რა მაგრად ასწორებს ფორუმელების სურათების თვალიერება... სულ ახალგაზრდები, თანატოლები... კეთილი თვალები...
და რა დედამოტღნული მთავრობის ხელში ხართ (ვართ პროსტო არ გამოდის, მე მანდ არ ვარ და ცუდად არ გაიგოს არავინ)..
რო ვუყურებ აქაური ახალგაზრდის ცხოვრებისეულ გასაქანს, პერსპექტივებს, სამოქმედო და სააზროვნო სივრცეს, მაგრად მიტყდება, რომ საქართველოში მასე არ არის...
არადა რა განსხვავებაა ვერ ვხვდები, რა არის მიზეზი ასეთი გაჭირვების (არამცთუ მატერიალური).. რომ ახალგაზრდას, იდეებით აღსავსეს, არ შეუძლია რაზგონის აღება...
მთავრობა, პოლიტიკა, რუსეთი, ამერიკა არის ყველაფერი ამის მიზეზი ვითომ ზოგადად?!
ზოგადად არა, კონკრეტული მიზეზი აქვს ამ ყველაფერს და ამისათვის მართლა რაღაც სასწაული ერთობლივი ქმედებაა საჭირო რო ბოლო მოეღოს და აღმოიფხვრას ეს მიზეზი თავისი ფესვებიანად და აღარასოდეს დაითესოს მსგავსი თესლი!
9 აპრილის შესახებ გამოკითხვის არ იყოს... ათიოდე ადამიანი გამოკითხეს და მომხდარის არ ცოდნის გამო სულ ოჯახები, სანათესაო და ახლობლები აგინა მთელმა საქართველომ...
გასაგებია, რომ ხალხში ბოღმა და სიძულვილი არის დაგროვილი და ეს დედამოტღნულები ისეთ ჩორტებს აგდებენ გინდ პოლიტიკაში და გინდ ტელევიზიით (რასაც მე ვუყურებ), რომ ამ ბოღმას ხალხს ერთმანეთზე ანთხევინებენ თან ძაან ტექნიკურად... გიორგი გაბუნია უნდა დაიჭირო და წვერებიდან გაატყავო ეგ ახვარი! გეგონება კალენდარზე ყველა ღირსშესანიშნავი და ისტორიული დღე შემოხაზული აქვს და ზეპირად იცის...
(მარა გიორგი გაბუნია არაფერ შუაშია მამენტ, გატყავება ძაან მძიმედ მომივიდა... პროსტო უნდა წამოარტყა და მეორედ აღარ ილაპარაკოო უნდა უთხრა.)
ხოდა ჩემი რჩევა ახალგაზრდების მიმართ იქნება, რომ ცოტა გააქტურდით ყველანი, ოღონდ მხოლოდ ახალგაზრდები, რასაც ქვია... გიორგი გაბუნიაზე უფრო ეშმაკური ხერხის მოფიქრებაც შეიძლება რომ ხალხში ჯერ სიყვარული დათესოთ უპირველეს ყოვლისა... და ეს ქართველი ქართველის ჭამას მორჩეს ბოლობოლო!
ევროპაშიც მასე არიან ქართველები, ერთმანეთს ჭამენ განავლიანად (ვართ არ გამოდის, იმიტომ რომ მე პირადად არც ერთ ქართველს არ ვჭამ და არც მე მჭამს არავინ)
ამ ფეისბუქზე კიდე რაც ქართული გვერდები მაქვს დალაიქებული და დაფოლოვებული სულ მაიმუნობები და ხან ვითომ ინტრიგები და სისულელეები მომდის და ლაიქები და სმაილები აქვს იმდენი, კაროჩე მაგდენი მოსახლეობა თუ არის საქართველოში მიკვირს ხოლმე... და მაგ სულელური გვერდების შექმნას შექმენით ერთი საქართველოს მომავალზე ორიენტირებული გვერდი, ნიჭიერმა ახალგაზრდებმა და მოაგროვეთ უკეთესი მომავლის მაძიებელი ხალხი. ოღონდ ახლო მომავალზე მაქვს საუბარი (ამიტომაც მივმართავ ახალგაზრდებს) და არა იმ მომავალზე, შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის გადასაცემად რო უნდათ ვითომ ზოგიერთებს... გეგონება თვითონ ისეთი საქართველო მიიღეს მშობლებისგან რო მთელი ახალგაზრდობა სიამ-ტკბილობაში გაატარეს და ახლა რო დაბერდნენ, ახლა გაუარესდა საქმე საქართველოში და შვილები და შვილიშვილები ეცოდებათ...
შვილები და შვილიშვილები კი არა, ახალგაზრდა სანამ ხარ, სანამ გონება გიჭრის რამე შექმენი გამიზნულად და განახორციელე და ისე მალე მიიღებ კარგ შედეგს, რომ თავად გაგიკვირდება, როდის მოვასწარი ამდენიო.. და ახალგაზრდული წლებიც კიდევ წინ გექნება და შვილებსაც უკეთესი მომავალი ექნებათ და მშობლებიც დაისვენებენ.
აქ გავჩერდები და ჩემით გავალ...
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «