ბოდიბილდინგის თემაში 33 წუთის განმავლობაში ვსქროლავდი და მაინც ვერ გავცდი საკვები დანამატების ფოტოებს, ამიტომ აქ გკითხავთ საკვებთან დაკავშირებით
1.5 თვეში დავიკელი 14 კგ, ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ოპერაციაა, მესამედ ვაკეთებ უკვე, მაგრამ მომბეზრდა და შენარჩუნება მინდა
ძირითადად სირბილის ხარჯზე, საკვები უბრალოდ შევამცირე, მაგრამ სწორად ნამდვილად არ ვიკვებები, მგონია რომ სხეულის ნაწილი წამართვეს და დაბრუნება მინდა

თუ მირჩევთ ნივთიერებათა ცვლის დასარეგულირებლად სწორ რეჟიმს მადლობას გეტყვით

კვირაში 2-3 ჯერ მოვახერხებ სირბილს
187 სმ ვარ და 80-81 კგ