ძალიან კარგად მესმის შენი.
იგივე სიტუაცია მქონდა მეც.
ადამიანმა მაშინ შემიყვარა როცა ყველაფერში სერიოზული პრობლემები მქონდა ირგვლივ და ფაქტიურად არაფერს არ წარმოვადგენდი.
მომეხმარა ყველაფრის დაძლევაში და ძალიან სწრაფად დავდექი ფეხზე მყარად.. როგორც მორალურად ისე ფიზიკურად.
2 წელი ვიცხოვრეთ ერთად მართლა ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი.
თან ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მას უფრო მეტად ვუყვარდი.
ალბათ ამიტომ ბოლოსკენ თავში ამივარდა და ბევრი უპატიებელი შეცდომა დავუშვი.
ყველაფერი მაპატია

ბოლოს მაინც მე დავშორდი... ტიროდა, ძალიან განიცდიდა, შერიგებას მთხოვდა...
მერე ალბათ მას მობეზრდა ამ მდგომარეობაში ყოფნა, გადაიწვა.... ჰო და 3 თვეში, როცა მე სულელი საბოლოოდ დავრწმუნდი რომ მის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო, უკან აღარ მიმიღო....
რა არ გავაკეთე... ყველაფერი ვცადე...
უსაზღვრო საჩუქრები, სერენადები, ვარდები ათასი სიურპრიზი... ყველანაირად ვცდილობდი რაიმე გამეკეთებინა მისთვის.
ამ ყველაფერთან ერთად ბევრი ისეთი მისთვის მნიშვნელოვანი რამ გავაკეთე, რომ დღესაც არ იცის ეგ ყველაფერი "თავისთვის" რომ არ მომხდარა და ამის უკან მე რომ ვიდექი.
მაგ პერიოდში კონტაქტი გვქონდა მაინც, ვსაუბრობდით ხოლმე, მაგრამ ვგრძნობდი რომ დაკარგული მყავდა ადამიანი.
რაღაც მოვკალი მასში მე თვითონ. მეუბნებოდა რომ მის ცხოვრებაში ძალიან ძვირფასი ადამიანი ვარ და უჭირს იმის ყურება თუ როგორ ვიტანჯები, მიუხედავად იმისა, რომ ამას თითქმის არ ვაჩვენებდი.
მივხვდი, რომ მასაც მძიმე მდგომარეობაში ვაგდებდი ჩემი ახლოს ყოფნით და გავწყვიტე კონტაქტი... არარ ვუმჟღავნებდი ჩემს გრძნობებს, აღარ ვწერდი... დავიკარგე საერთოდ მისთვის. მარტო ვიტანჯებოდი, ვლოთაობდი და ვცდილობდი გადამეტანა ყურადღება სხვა რამეზე... ჩემს ლოთობაზე და გულიანკებზე მას ალბათ დაქალები უყვებოდნენ/უყვებიან.
მეოთხე წელია მიდის უკვე.
ცოტა ხნის წინ ის გათხოვდა, რამოდენიმე თვის წინ ბავშვიც გაუჩნდათ.
2012წლის შემოდგომის მერე რაც ერთად აღარ ვართ, ძალიან ბევრი გოგო იყო ჩემს ცხოვრებაში.
ყველანაირი, დაჟე იმაზე ლამაზები, უფრო ჭკვიანები.. რავიცი ყველაში მას ვეძებ და რომ ვერ ვპოულობ მბეზრდება და ზიზღის გრძნობა მიჩნდება.
არადა რამოდენიმეჯერ ყველაფერი საკმაოდ კარგად დაიწყო, მეგონა რომ მომწონს, მიფიქრია რომ შეიძლება შემიყვარდეს და ის დამავიწყდეს....
შენც არ მომიკვდე... გადის მაქსიმუმ ერთი თვე და опять 25.
ყველაზე მეტად რაზე მწყდება გული იცი?
რამოდენიმე თვის წინ მისმა დაქალმა მითხრა რომ, იყო პერიოდი როცა ფიქრობდა უკან ჩემთან დაბრუნებაზე...ეს კი ის დრო აღმოჩნდა როცა მე ხელების ჩამოყრა გადავწყვიტე.
რა გითხრა ძმაო აბა...
გამაგრდი
იმედია დრო ამ ჭრილობას ოდესმე შეგვიხორცებს ორივეს.
This post has been edited by iraklious89 on 23 Feb 2016, 17:50
Poker is a lot like sex. Everyone thinks they are the best, but most don’t have a clue what they are doing.
ჩერეზ შეყვარებული ©