ზუსტად არ ვიცი რა, მაგრამ მგონი იმდენად გულახდილად მიწერია,შეიძლება არაეთიკური იყოს ვინმესთვის ან უხერხული მისდა უნებურად ვიღაცის შიშველი რეალობა, რაც ნო მე გუსტა. ( არ მინდოდათქო ანუ :დ ) ნუ მაინც პირვანდელი სახით დავტოვებ. მეზარება ჩაკორექტირება.
ფუუუუ რა კრივი. ეს ყოვლად უმსგავსი და არაესთეტიური, არაინტელექტუალური რამ.
ცეკვა ! ცეკვა ! ცეკვა !
ცეკვის მასწი, პირველი ზრდასრული მამაკაცი, რომლის წყალობითაც 7 წლის გოგომ აღმოვაჩინე, რომ მოსიყვარულე მამის გარდა არსებობს სხვა რაღაც, უცხო.
ცეკვა, რომლის წყალობითაც ჩემი და ჩემი მეწყვილეების სოლოებში მე სათითაოდ რაღაცას ვეცნობოდი კაცში და მასში ჩემს თავს.
ცეკვა, რომლის წყალობითაც მე გავიცანი ჩემი სულის და სხეულის ხასიათი და სურვილები, ვისწავლე სხეული მართვა და წარმოჩენა.
ცეკვა, რომლის წყალობითაც ძალიან დიდ სინაზეს და სიფაქიზეს ვგრძნობდი ჩემში და ვერ ვერეოდი ამ ემოციების ქარბორბალას.
მერე 14 წლის გავხდი, შევედი სპორტულ ცეკვებზე, სადაც ჩემი მასწები არც ისე სეაქსუალური ენერგიის მატარებელი ცოლ-ქმარი იყო და თან გოგონათა ჯგუფი ვიყავით. არ მომეწონა.
გადავედი ლათინურზე, სადაც ჩემი მასწი ლამაზფეხება მაია იყო და მე ქალი გავიცანი მისი საშუალებით. სახე ცუდი ჰქონდა და მას მერე ე.წ. არასტანდარტული სილამაზე უფრო მესექსუალურება. მაგის გამო მინდოდა ჩემი ცხვირი ოპერაცია, გაზრდა და გაკეხიანება(მაიას ჰქონდა ასეთი ცხვირი) იქ ერთი ბიჭი გვყავდა, დიიიდიი დონდლო და პიტალო ქვა. ჩამაქრო ტიპმა. იმენა ყუნგა აი. ფილთაქვაში გამოიყენებდი ნივრის ჩასანაყად. ნეტავ ახლა როგორია?
მერე "თელაში" მივედი და გაჩეჩილაძის მზერებმა ამანთო, მაშინ ძაან კაი ტიპი მეგონა და....

მაგრამ ჩემს თავს გავებუტე და მალევე გამოვედი.
ბოლოს, სულ ახლახანს, ფლამენკოს შევუდექი და ვუალლა, აღმოჩნდა რომ ჩემი კუნდალინი ლეთარგიულ ძილშია, რადგან ვერ დავივიწყე "მე" და მხოლოდ ცეკვისას ჩემთვის სრულიად უცხო კაცში შესვლა არ მომინდა. ვაწყენინე მასაც და გავბრაზდი ჩემს თავზე, რომ მისი ხედვა, თავმოყვარეობა და მისწრაფება დავიკიდე.
უდიდეს იმედს ვიტოვებ, აუცილებლად შემხვდება მოცეკვავე სხეული, რომელშიც სრულიად გადავალ. ეგ ჩემზეა დამოკიდებული და მგონი ძაან ცუდს ვიზამ თუ არ გამოვიღვიძებ, კაკ რაზ გაზაფხული მოდის. დღეს განსაკუთრებით იგრძნობა ეს.
არა, არის ერთი მამაკაცი, რომელთანაც ვიეკვებდი, უბრალოდ არ გვიწერია ეგ და ძაან მგრუზავს. ანუ ჩვენ უკვე ნაცეკვი გვაქვს და უბრალოდ უნდა ავასრულოთ.
რაის ბოქსი და ტაში, ბიჭო გიორგუნა! აააა?
ჩემი ფავორიტი წყვილი და ვერსია

ისვენებენ იმენა. ქალის მოცეკვავე გავაზე დასვენებული მტევანი ძაან კარგია.
* * *
levaa