{იმ ქალბატონებს, რომლებიც თანხმდებიან მამაკაცის წინადადებას - ''მოდი, ერთად ცხოვრება ვცადოთ'', გათხოვების შანსი შეიძლება მხოლოდ ერთხელ მიეცეთ.}
http://www.etanews.ge/qali-a-mamakaci/4387...i-aghiares.htmlმამაკაცებს საცოლეების აღწერა სთხოვა, მათგან მხოლოდ 20%-მა გამოიყენა სიტყვები ''სექსუალური'', ''მიმზიდველი'', ''ვნებიანი''. მომავალ ცოლებზე საუბრისას მამაკაცები მხოლოდ მათ ხასიათზე ამახვილებდნენ ყურადღებას. უმრავლესობა დაეთანხმა გამოთქმას - ''ის არის ქალი, რომლის გამოჩენა არც ერთ სიტუაციაში არ შეგრცხვება''. 30%-ზე მეტმა აღიარა, რომ მშობლების არჩევანმა და დაჟინებამ მიაღებინა დაქორწინების გადაწყვეტილება.
შორეული წარსული აქვს კიდევ ერთ მიზეზს, რის გამოც მამაკაცები ცოლის შერჩევისას ქალის სექსუალობაზე არ არიან ორიენტირებულნი. ''მამაკაცს არ სურს, ცოლი ზედმეტად სექსუალურად გამოიყურებოდეს, რადგან უნდა დარწმუნებული იყოს, რომ ნამდვილად თავის შვილებს ზრდის, - განმარტავს ფსიქოლოგი, დოქტორი ჯეინ მაკარტნი, - ძლიერ სქესს იზიდავს ლოიალობა, კეთილგონიერება და გულკეთილობა, როცა საქმე ცხოვრების თანამგზავრს ეხება.
სექსუალურობასა და მგზნებარე ტემპერამენტს ისინი მხოლოდ მეგობარი ქალბატონების შემთხვევაში მიესალმებიან''.
კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც ქალბატონები საქორწინო ბეჭდის გარეშე რჩებიან, ის გახლავთ, რომ ისინი მაინცდამაინც არ ცდილობენ მამაკაცების ''დაჭერას''. გათხოვილი ქალების 73%-მა აღიარა, რომ საყვარელი ადამიანებისგან დაჟინებით მოითხოვდნენ დაქორწინებას და გულხელდაკრეფილნი არ ელოდებოდნენ რომანტიკულ წინადადებას.
ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ქალბატონები დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ მამაკაცთან ქორწინების გარეშე ცხოვრებას. ამას სტატისტიკაც ადასტურებს: მამაკაცთა უმრავლესობა ქალს ცოლობას პირველი 22 თვის შემდეგ სთხოვს. მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაქორწინების შანსი სულ უფრო ნაკლებია, შვიდი წლის შემდეგ კი თითქმის ნულის ტოლია.
იმ ქალბატონებს, რომლებიც თანხმდებიან მამაკაცის წინადადებას - ''მოდი, ერთად ცხოვრება ვცადოთ'', გათხოვების შანსი შეიძლება მხოლოდ ერთხელ მიეცეთ.
თუ თქვენ ისეთ მამაკაცს ხვდებით, რომელიც უკვე იყო დაქორწინებული, უმჯობესია, ურთიერთობების დასაწყისშივე გაუმხილოთ, რომ მასზე გათხოვების იმედი გაქვთ. სჯობს მან თავიდანვე იცოდეს, რაოდენ მნიშვნელოვანია თქვენთვის, რასაც ის ფარატინა ფურცელს უწოდებს.
გამოკვლევები ადასტურებს, რომ მამაკაცები უპირატესობას ანიჭებენ ქალებს, რომლებიც საოჯახო საქმეებს უპირველეს ვალდებულებად აღიქვამენ, თუმცა არავის ხიბლავს მხოლოდ შინამოსამსახურეზე დაქორწინება.
მამაკაცებს მოსწონთ თვითშეფასების უნარის მქონე ქალები. მამაკაცთან ქორწინების გარეშე ცხოვრების დაწყება ქალებს ოფიციალური ქორწინებისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯი ჰგონიათ და ხშირად საკუთარი ილუზიების მსხვერპლნი ხდებიან.
მამაკაცებისთვის კი ეს სასურველი ქალის მონადირების უმოკლესი გზაა, თუმცა ამასთან, არ ჩქარობენ ოფიციალური და არაოფიციალური ურთიერთობების გაიგივებას. მათთვის ოფიციალური ქორწინება ვალდებულებების უფრო მაღალი დონის დემონსტრირებაა.
გლეხის შვილი ვარ,შვილიშვილიც,წინაპრით ვგლეხობ....... მეფის გვირგვინი ჩემს გვარს წილად არასდროს ერგო,მაგრამ მეფობა რაღად მინდა თუკი ვიტირებ მეფე ლირივით და ასე ვარ მეც ახლა,ღმერთო!
"გლეხის შვილი ვარ,ვამაყობ და წინაპრით ვგლეხობ!"
"10 მილიონ დოლარად ნებისმიერი ფორუმელი გოგო დათანხმდება ჩემთან სექსს"