სიყვარული არ არის, მოდიოდეს, შუბლზე ნაზად გკოცნიდეს და დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდეთ ერთად.
სიყვარულია,ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მუხლებზე მდგარი, ჭუჭყიან იატაკს ხეხავდე, რომ შენი შეშლილი ქმრის ნახვის საშუალება გქონდეს.
სიყვარული არ არის, ნაჩუქარ სამასლარიან ბეჭედში ალერსს ასლარიანებივით აბრუნებდე და სამ დღეში მიცვალებულივით გაცივდე.
სიყვარულია, უკურნებელი სენით დაავადებულის სარეცელთან იდგე, გაქვავებული, ფეხმოუცვლელად და სიმწრისგან ტუჩებს იჭამდე.
სიყვარული არ არის, დაიძინო, გაიღვიძოდა აღარ გიყვარდეს.
სიყვარულია, 22 წლის დაქვრივდე და 92 წლისასაც მხოლოდ მისი სახელი გერქვას.
მწარეა, მაგრამ ეს არის სიყვარული.
სასტიკია, მაგრამ აქ ცხოვრობს ღმერთი.
ჩვენ უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის გულისცემით ვიკვებებოდეთ,
თორემ ყველაზე იშვიათი ჩიტის რძეც
განავლად იქცევა რამდენიმე საათში...
1 თვეც არაა რაც ოჯახი შევქმენი, მაგრამ მანამდე იყო 4 წლიანი შეყვარებულობის ეტაპი. ძალიან რთული რამეები დავძლიეთ.კიდევ მანამდე იყო 3 წლიანი ნაცნობობა და მეგობრობა. რა უნდა მოხდეს რომ მომბეზრდეს არ ვიცი

)) მთავარია ალბათ მაინც ისაა რამდენად სწორი მოლოდინებით დაიწყებ თანაცხოვრებას.))