ჰობი რამდენად შეიძლება დაერქვას არ ვიცი, მაგრამ მიყვარს ლაშქრობა, ჯომარდობა, ცურვა, ფეხბურთი, კითხვა, კულინარია..
ამ ბოლო დროს, ცუდი ამინდები როა სერიალების ყურებაში გადავვარდი

ვინმესთან ურთიერთობა რომ მქონდეს, რა თქმა უნდა არ მოვითხოვ რომ რაც მე მომწონს, ყველაფერი მოეწონოს, მაგრამ საერთო შეხების წერტილები უნდა გვქონდეს, ერთად გატარებული დრო ორივესთვის საინტერესო და სასიამოვნო იყოს...
სექსს რატომღაც ვერ აღვიქვამ როგორც ჰობის...
უფრო ფიზიოლოგიური პროცესია, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს...
რაც ზემოთ ჩამოვწერე და რაც მაინტერესებს და სიამოვნებას მანიჭებს, ესე რომ შევადარო მეც მირჩევნია სექსი და კონკრეტული არჩევანის დროს სექსს ვარჩევ მაგალითად ჯომარდობას, მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას, რომ სექსია ჩემი ჰობი...
სექსის და ცურვის სიყვარულის შედარება სისულელე მგონია...
რაც შეეხება ბიჭს, რომელზეც
Kaifistka წერს:
როცა ბიჭი ამბობს ან არ ამბობს მაგრამ ჩანს, რომ მისი ერთადერთი ან უპირველესი ჰობი სექსია, არასწორი შეფასებაა...
უბრალოდ ამ ადამიანს ისე მოსწონს სექსი, რომ სხვა რაღაცას ყურადღებას არ აქცევს...
მე ამას უფრო პრიმიტიულობად აღვიქვამ, ადამიანი მხოლოდ მარტივ, ფიზიკურ-ემოციურ სიამოვნებას სჯერდება და მისი სამოქმედო/საფიქრალი არეალი ამ ვიწრო წრეს ვერ სცდება....
სექსით მიღებული სიამოვნებაც ნაკლებია, რადგან როცა იმას აკეთებ რაც სიამოვნებას განიჭებს და რაშიც საკუთარი თავის რეალიზებას ახდენ, იმის შემდეგ სექსით სიამოვნების მისაღებად უკეთესი ემოციური ფონია...
ეს სექსზე, როგორც ჰობიზე...
და ზოგადად ჰობის და ინტერესების სფეროს რაც შეეხება, თანხვედრაც რომ იყოს, ისიც საჭიროა რომ რომელიმე იმას არ ითხოვდეს, რაც პარტნიორს დისკომფორტს შეუქმნის და რაღაც დროის შემდეგ აუტანელი გახდება...
მაგალითად თუ მას ცურვა უყვარს და შენ არა, არ არის პრობლემა, მარტოც შეიძლება ცურვა...
ან ლაშქრობა, თევზაობა, წიგნის კითხვა...
აქ დაწერილი ობობების ფიტულების შეგროვებაც კი, თუ ის ობობა წინ არ გამოგიხოხდება, იყოს იმ სპირტიან კოლბაში...
ზემოთ დაწერილ კლუბებში და ხმაურიან ადგილებში სიარულს რაც შეეხება, ვერ ვიტან, თუმცა ბევრჯერ ვყოფილვარ ხათრის გამო....
მაგრამ პერმანენტულ რეჟიმში, ვალდებულებების გამო სიარული ჯოჯოხეთია და დიდხანს მასეთ რეჟიმში ცხოვრება გაჭირდება )
Mens sana in corpore sano...