დაქალები მყავს, დები არიან. იმ დღეს მოგვივიდა მათ დედასთან კამათი, მარტივ ფორმებში ვუხსნიდით რატომ არაა აუცილებელი საერთოდ გათხოვება, რატომ არ უნდა გათხოვდეს ქალი მხოლოდ იმის გამო, რომ ნათესავები უჩიჩინებენ - დროაო (არადა სულ რაღაც 25-26 წლის ხარ ჯერ), რატომაა უარესი ბოზობა გათხოვება და იმ კაცთან წოლა, რომელიც არ გიყვარს, ვიდრე ცხოვრების განმავლობაში რამდენიმე პარტნიორის გამოცვლა სანამ იმ ერთადერთს არ შეხვდები, რატომ არ უნდა შეალიო ცხოვრების საუკეთესო წლები იმ კაცის ლოდინს, უკვე 35 წლის "გარყვნილს" და "ნაგულავებს" ახლა რომ გონია ქალწულს იმსახურებს, რომელსაც შვილები უნდა გაუჩინო და ემსახურო სიცოცხლის ბოლომდე... რატომ არაა ქორწინება და ფარატინა ფურცელი საჭირო იმისთვის რომ საყვარელ ადამიანთან იცხოვრო...
- მაგ პარტნიორმა რომ მიგატოვოს მერე სად მიდიხარ?! მერე მეორე, მესამე... და რამდენთან იქნები?! (გარდაუვალი წინასწარმეტყველური კითხვა, რომელიც სიტუაციის სხვანაირად განვითარებას გამორიცხავს!)
თავიდან 2/2-ზე ვიყავით და როცა ვთქვი ხელს მაშინ მოაწერ როცა შვილის ყოლას ისურვებს წყვილითქო მანდ უკვე 1/3-ზე გაიყო ხმები...
მოკლედ, რაც მე აღმოვაჩინე, ზოგადად, ქართველ გოგოებს/ქალებს მიტოვების შიში აქვთ...
"გიხმარს და მიგაგდებს" გეუბნებიან დედისტოლა ქალები
- ფარატინა ფურცელი არმიტოვების გარანტიას იძლევათქო?
- არაო
- თუ ოფიციალურად გავთხოვდები და მერე დავშორდები, მთელი ცხოვრება მარტო უნდა ვიყოთქო ?
- არაო, მეორედაც შეგიძლია გათხოვდეო (ნება დამრთო), განქორწინებული ქალის სახელი სხვააო (სახელი!!! აი რა არის მათთვის მნიშვნელოვანი, რა სახელი გექნება საზოგადოებაში) თანაც ბავშვი მაინც ხომ დაგრჩებაო...
- და თუ არაოფიციალური პარტნიორი მეყოლება, რომელთანაც ბავშვს არ გავაჩენ და უხმაუროდ დავშორდები, არ ჯობიათქო ?
- რაო, ანუ საყვარელი გეყოლებაო ?
- საქართველოში ოჯახთა უმეტესობას არც ხელი აქვს მოწერილი, არც ჯვარი დაუწერიათ, მაგრამ ცხოვრობენ ერთად და ანუ, საყვარლები არიანთქო ?
- ეგო ყველამ იცისო რომ ცოლ-ქმარი არიანო.... სხვა თუ არაფერიო, რომ რამე და დაშორდე, ქონება შუაზე ხომ უნდა გაგიყოსო... თუ არაოფიციალურად გეყოლება ვინმე იმას ვერაფერს მოთხოვო... (მატერიალიზმი!!!!)
ეკლესიური ოჯახია და ამ მხრიდანაც შევედავე - ღმერთმა უნდა მოგცეს ნებაო... ღმერთმა თუ მამაომთქო... (მამაოს რომ ღმერთზე მაღლა აყენებენ ვცოფდები მაგრამ ამაზე ხმა აღარ ამომიღია)
უსიყვარულოდ ცხოვრება უფრო დიდი ცოდვა არაათქო ? არაო, ნელ-ნელა შეგიყვარდებაო...
მოკლედ აღარ გავაგრძელებ, დანარჩენს კი მიხვდებით თქვენით...
მიუხედავად იმისა, რომ თავისი პირით აღიარებენ ამ ტრადიციების უაზროობას, ჯიუტად იმ აზრზე დგანან რომ კაცი დაჭერილი უნდა გყავდეს!
ხელის მოწერა მას დააკავებს და არ გაგექცევა!
ასე მგონია წინა თაობებისთვის გრძNობები - სიყვარული და ვნება - ცარიელი სიტყვებია...
მთავარია ჭერი გეხუროს თავზე, თუნდაც სხვისი ! და ვინმეს რამე ბილწი არ წამოცდეს შენზე!
მაგრამ არც ახლანდელი თაობის უგრძნობლობა, უნდობლობა და გულგრილობაა დიდად სახარბიელო