სიბერეში დავიწყე ვარჯიში, ამჟამად 32-ის ვარ.
დაახლოებით 1.5წლის განმავლობაში სირბილი, ტურნიკი, ორძელი, აჯიმანია, პრესი, კალათბურთი, ფეხბურთის თამაშით
94კგ დან ჩამოვედი 86კგ-ზე, დიხანია კარგი მაქვს, ტურნიკზე სუფთად 16-17ჯერ ვიწევი (ვარჯიშის დაწყებამდე ჰა-ჰა 2-ჯერ ვახერხებდი

ეს იმის ფონზე რომ კვების რეჟიმის მთლად დალაგებული არ მაქვს და დალევაც მიწევს.
ბოლო 3 თვეა ვარჯიშის სტილი შევცვალე, ნაკლებს დავრბივარ, დავამატე ჟიმი, ორძელი სიმძიმით, ბიცეფს-ტრიცეფსი.
ვარ 181სმ 86კგ.
ჟიმს ვაკეთებ 75კილოგრამით 8-12ჯერ. (3 თვის წინ ერთხელ გაჭირვებით ავწიე 75კგ)
მაინტერესებს ჩემი ასაკი/სიმაღლე/წონის ადამიანისათვის თვეში დაახლოებით რამდენი კგ-ს მომატება იქნება ნორმალური ჟიმზე?
75-დან 85-მდე, ანუ 10კგ დაახლოებით რა ინტერვალში შეიძლება მოვუმატო?
2 თვე ნორმალური დროა? თვეში 5კგ გამოდის.