ბიძაშვილი მიყვება,ძმების შვილები ვართ, ამას წინათ მამამისმა, ანუ ბიძაჩემმა გაუმხილა აქამდე უცნობი პატარა საიდუმლოება, ძმა ჰყოლია ჩემს ბიძაშვილს, ანუ ჩემი აქამდე უცნობი ახალი ბიძაშვილი, 18 წლის...
3 ბიძაშვილი მყავს, ეს ვინც მომიყვა, მეორე ძმა 16 წლის, და პატარა და ჰყავთ, ჩემი პატარა ბიძაშვილი, ის ჯერ 10 წლისაა...
ჩვენ ცოტა უფროსები ვართ...
მამაისს წაუყვანია და უნდა გაგიმხილო პატარა საიდუმლო, და იმედი მაქვს ნორმალურად მოიქცევიო
კაროჩე, ძმა გყავს კიდევ ერთი. ახლახანს გახდა 18 წლის და მინდა რო ყველაფერი იცოდეო
დედაშენი კი მიყვარს და ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ადრე ერთი საყვარელიც მყავდაო, და ხოდა იმასთანო...
ბევრი კი ვიფიქრე რა მექნა და ბოლოს გადავწყვიტე რომ ძმებმა ერთმანეთის შესახებ ყველაფერი უნდა იცოდეთო
ბინით, მანქანით, ფინანსურად და ა.შ. ყველანაირად, როგორც ერთი ასევე ის მეორე ოჯახი უზრუნველყოფილი იყო, არის და კიდევ კაი ხანი იქნება...
ფულიანი კაცია რა ეს ბიძაჩემი...
კაროჩე ძმებს ერთმანეთი გაუცნიათ და ყველაფერი წესრიგშია
ახლა მეც უნდა გამაცნონ, კაი ბიჭი არის და ჩვენი არისო
კაროჩე ახალი ბიძაშვილი უნდა გავიცნო მეც
ჯერჯერობით სხვამ არავინ იცის
ალბათ მერე ყველა ყველაფერს გაიგებს
ბიძაჩემს ცოლი მართლა უყვარს, ვიცი რა...
ნუ ის ადრე იყო რაც იყო..
ახლა რაშია საქმე:
თქვენ რას ფიქრობთ ასეთი სიტუაციის შესახებ?
როდის და როგორ უნდა გაიცნონ ერთმანეთი სხვებმა?
თქვენ როგორი რეაქცია გექნებოდათ და თავს როგორ დაიჭერდით?
თქვენ რომ დაგემართოთ იგივე, თუნდაც ბიძაშვილის ან ბიძაჩემის ადგილას, როგორ მოიქცეოდით?
პ.ს. მე თან მიხარია ახალი ბიძაშვილის გაცნობა, თან ცოტა მეუცნაურება..
---------------------------------------------
მადლობა თქვენი პოსტებისთვის წინასწარ
...დალხინებული არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ ვიცოდით, რაც გვჭირდა და რაც შეგვეძლო, ვებრძოდით, ახლა არ ვიცით, რა გვჭირს და რას ვებრძოლოთ? ეროვნული გამოთაყვანება დაგვემართა...
...გიჟი ბევრი ყოფილა და ბევრიც იქნება კიდევ, მაგრამ სათავეში კი არ უნდა დასვა ხელშეუხებლად!...
(c) ოტია იოსელიანი
GVANCA ♥♥♥