ჰეჰ შოპინგზე გამახსენდა!

მოკლედ, მეგობარმა წამიყვანა საშოპინგოდ. ამარჩევინე სამოსიო.
მეც წავყევი, დავკეკლუცობდი აქეთ-იქეთ და უგულოდ ვარჩევინებდი.
გასახდელში რომ შევიდა მეც იქვე დავდექი, გამოსვლისას რომ მენახა და მანდ შეცვდი, რადგან კინაღამ სული განვუტევე.
ამ ჩემი 30+ ასაკის სტანდარტული გალსტუკა მეგობრისგან სრულიად განსხვავებულ ექსპონანტი შემეჩეხა თვალებში, დამიბნელდა და ტვინი ამებურდა მომენტალურად.
18-19 წლის ახალგაზრდა, ნავარჯიშები, ქორფა დაზდაგრული ლამაზთავა ბიჭი არ შემეფეთაა? თან ძალიან ბავშვური იყო და თან ძალიან კაცური, ოღონდ სუფთა და კამკამა.არც ერიდეობდა ვინმეს წელს ზემოთ შიშველი დადიოდა ველურივით და ძმაკაცი ეხლდა მრჩეველად. ძაან დავიმუხტე და ღიმილი ვერ შევიკავე, იგრძნო ალბათ, გაშეშდა, გაჩუმდა და თვალებში მომაშტერდა ისე, თითქოს თვალებიდან სუნთქავდა ჩემი მისამართით. მერე აღარ მახსოვს რა მოხდა... მგონი ძმაკაცმა უთხრა რაღაც? ...
ძალიან შემრცხვა ჩემი მეგობრის და მინდოდა დროზე გამესწორებინა სახე, სანამ ის კოსტუმს იზომებდა მგონი გავასწორე.
მაგრამ რომ გამოვიდა, მის წინაშეც მრცხვენოდა ჩემი საქციელი, მას ვახლდი, მერე რა რომ მხოლოდ მას მოვწონდი და არანაირი ვალდებულება არ მქონდა. იმ წუთას ხომ მას ვახლდი?!
იმ ბიჭის წინაშეც შემრცხვა, რადგან ის ბიჭი ბევრად სჯობდა ჩემს მეგობარს და იფიქრებდა შე გოიმო ეგერ შემომხედე, სად მე და სად ისო.
და ჩემი თავის წინაშეც მრცხვენოდა რომ გვერდით არ მყავდა კაცი, ვინც მულტფილმებში რომ ჩიტები დაფრინავენ თავში ჩარტყიმისას, ეგეთებს იწვევდა ჩემში.
მაგრამ ამის პარალელურად ადრენალინის დიიდ დოზას, რეფრეშს და ბედნიერებას განვიცდიდი. მომწონდა ერთგვარი საფრთხე რომ შეიქმნა და რაღაც ამორლური ჩავიდინე უჩუმრად.
სამოთხის ნეტარება ალბათ ეგაა.
თან მეცინებოდა ამ კომიკური სიტუაციის გამო.
ახლაც გამეცინა და მივხვდი რომ კაცი დიდი სტიმულია, მერე რა რომ "ჩემი კაცი" არასოდეს მყოლია?
ისედაც, ის ახოვანი ყმაწვილი იმ მომენტში ჩემი იყო. მე დავადგი თვალი და ის წამეკეკლუცა ანუ მოვინადირესავით რაა ცუნცულა.
ჩემი მეგრელი მეგობარი კი მეტის ღირსიც იყო, რადგან ერთი არ დაცდენია, შენც ხომ არ გინდაო რამე? ჯერ ერთი, მას არაფრით არ გადავახდევინებდი ჩემს ნივთში ფულს. მაგრამ ელემენტარული შეგნებაა რაა.
აი ეგრე. სულ ტყუილად მრცხვენოდა თურმე ჩემი უმსგავსობის გამო. უმსვავსობა არა მაჩვის კომპოტი.
აი ეგრეა რაა.
არის რაღაცეები, რის გამოც ცხოვრება ბედნიერებაა და ღირს ზუსტად იმდენი, რამდენიც სიცოცხლე.