მოკლედ...
ბლოგისთვის სტატია მქონდა დასაწერი.ვინაიდან არავის ნახვა არ მინდოდა, მარტო წავედი სახეტიალოდ. ნახევარი თბილისი შემოვიარე მემგონი ფეხით...
მშვენიერი ამინდია, მეც ნორმალურ ხასიათზე ვარ და ნუ ყველაფერი ჰარმონიაშია. მომწონს მარტო ყოფნა.
გავჩერდი მტკვართან, რიყეზე ნაკლებხალხიანი ადგილი მოვძებნე. მუსიკებს ვუსმენ თან სტატიას ვწერ... ჩრდილი დავლანდე, ცოტა მოშორებით ვიღაც ტიპი დაჯდა.
დავათვალიერე- კარგი ბიჭი იყო... მაგრამ დიდი ინტერესი არ გამჩენია...
მერე მომწყინდა წერა და ისევ შევხედე. ( ამ დროს თქვენი თემა მახსენდება), იმწამსვე ვდგები და მის გვერდით ვჯდები... შემომხედა, დამათვალიერა,გაეღიმა.
შემდეგი ნაბიჯი
- მოგწონს ჩემი ყურსასმენები? (აქ უკვე მგონია რომ მე არ ვსაუბრობ, სხვა ადამიანი სვამს კითხვებს. შემომხედა, ისევ გაეცინა, მობილური შეინახა და მიყურებს...)
- მგონი ცოტა დიდია...
- ჰო, ყურადღების მისაქცევად ვიკეთებ... ( ვიბნევი, არ ვიცი როგორ გავაგრძელო. უბრალოდ ყურებას ვაგრძელებ, თან თმას ვისწორებ).
- ყურადღებას ისედაც მიიქცევ... ( აქ უკვე თვითონ მეთამაშება, არადა ეს ჩემი თამაშია, მე უნდა შევაბა-და არა იმან მე).
- ჰო,არვიცი... უბრალოდ კარგი საღამოა და ვიფიქრე რომ შენთან საუბრით უფრო კარგი გახდებოდა... -( აქ რამე არაბანალურის მოძებნა მინდა) თან ძალიან მომწონს შენი თვალის ფორმა... (ისევ ეცინება, უფრო ახლოს მოჩოჩდა

)
- შენ მგონი ნომერსაც მთხოვ.
- რა თქმა უნდა... მეტყვი? ( ისე ვუყურებ, თითქოს რამე ძალიან მნიშვნელოვანს ვთხოვდე).
-მომეცი,მე ჩაგიწერ.
რატომღაც ძალიან იბნევა, მობილურს მართმევს. ოდნავ ხელი უკანკალებს ნომრის აკრეფის დროს. გვერდიდან სასიამოვნო სანახავია... ( თუ ასე გამოვიყურებოდი მეც, ნომრის ჩაწერის დროს, არც ისე საშინელი შესახედი ვყოფილვარ...

)
ვეუბნები რომ მეჩქარება, ვუცინით ერთმანეთს, მე მივდივარ...
ნუ ამის მერე კიდევ პრიკოლი სიტუაცია იჩითება, მეზარება მოყოლა...

ჰოდა ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ახლა მისი ნომერი მაქვს,მაგრამ არ ვიცი რაში მჭირდება...
,,სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არ ვარ. ჯერ ნეპალში უნდა წავიდე და საკუთარი თავი ვიპოვო"
,,ამ დიდ სამყაროში ყოველთვის დაელოდები ვინმეს და ყოველთვის იქნება ვინმე, ვინც შენთან იქნება, დაიკეტება კარი, გაიღება ფანჯარა, ამ მცირე დროში სანამ ამ ფანჯრიდან შემოვა სხივი, ეცადე არ მოკვდე"