არ ვიცი, გული მიგრძნობს რომ წარსულში უნდა ვთქვა
marimari11LooLaaGrishaGrishaარ ვართ ის წყვილი ყოველ მეორე სისულელეზე და ყოველ მეორე დღეს რომ ჩხუბობს და რიგდება. ვცდილობთ მაქსიმალურად ნაკლები საკამათო და მაქსიმალურად მეტი ჰარმონია გვქონდეს, ამ 4 თვის მანძილზე მხოლოდ 1-ხელ შეიქმნა ფორსმაჟორული სიტუაცია, ისიც ჩხუბისა და აყალმაყალის გარეშე. ეს მეორეა

სიტუაციას აგიხსნით. მის დაქალს, რომელთან ერთადაც ცხოვრობს და რომელიც ამავდროულად გახლავთ ჩემი მეგობარი, ჰქონდა დაბადების დღე 7-ში. წინა დღით მკითხა, ხომ მოხვალო და ვუპასხუხე, ყველანირად ვეცდები, მაგრამ საკმაო ალბათობით ვერ მოვახერხებ-თქო. ეს იმ ფონზე, როცა ყოველდღე მასთან ვარ და ათას ვინმეს არ ვნახულობ, რამდენიმე დღე სახლში არ მოვდივარ რომ მასთან ვიყო, უნივერსიტეტს ვაცდენ და ა.შ. 6 საათამდე საქმე მქონდა სასამართლოში და საღამოს ძმაკაცებთან უნდა გავსულიყავი, რადგან ერთ-ერთ მათგანს "რაზბორკა" ჰქონდა :დ რა მექნა, დაბადების დღეზე წავსულიყავი? ჰო და ღამის 3-საათზე მოვრჩით მაგ ამბებს, მერე ერთ-ერთთან ავედით და დავრჩით. მეორე დღეს 5 საათზე უნდა მენახა, მაგრამ მოხდა ისე, რომ 30 საათის უძინარი მივედი სახლში 2 საათზე, დავურეკე, ვკვდები ისე მეძინება და საღამოს გნახავ-თქო, არაა პრობლემაო. ჰო და გავედი საღამოს იქიდან დაიწყო

ჯერ ცივად შემხვდა, მერე ყურადღებას არ მაქცევდა. ნაწყენი ხარ და მითხარი რაზე მეთქი, არ ვარ ნაწყენიო. ხო შეიძლება მითხრას

ბოლოს როგორც იქნა ამოღერღა რომ ძალიან არ ესიამოვნა, რომ მისი შეყვარებული მთელი ღამე არ მისულა სახლში და ამას წარმოდგენა არ ჰქონდა, სად ვიყავი. ტკბილი სიტყვით დავარწმუნე რომ ყველაფერი რიგზეა და ის ღამე ტკბილად ჩავატარეთ ჩახუტებულებმა, მეორე დილით (ანუ დღეს) გავიღვიძე, ავდექი, სიგარეტს გავუკიდე და უბრალოდ ვუყურებდი. რაღაც უცნაური მეჩვენები დღესო (რატომ ვეჩვენე ვერც მე მივხვდი და არც მითხრა) მერე გაუჟმურდა, მერე დანაღვლიანდა, მივხვდი რომ რაღაც აწუხებდა და როგორ არ ვეცადე, ვერაფერი ამოვგლიჯე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური კონტაქტი და მეწყინა რომ არ მითხრა რა აწუხებდა

ჰო და შევეშვი. მერე ადგა, მზადება დაიწყო, ხმა აღარ გაგვიცია ერთმანეთისთვის. მერე მითხრა, შეგიძლია წახვიდე, არ მინდა გაცილებაო. რატომ მეთქი. ვიცი ასეთი სახეებით უნდა დავცილდეთ ერთმანეთს და მირჩევნია ეხლა წახვიდე, ვიდრე მერეო. ვიჯექი ცოტა ხანს, თან ვბრაზობდი, თან ვფიქრობდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, რა იქნებოდა სწორი. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ავდექი და წამოვედი
დასკვნები თქვენ გამოიტანეთ, იმ შემთხვევაში თუ წაიკითხავთ ამხელა ტექტს, რაც ძალიან მეეჭვება
ასეთი იდეალურად აწყობილი ურთიერთობა თუ ასე მარტივად დამენგრევა, ქალისკენ აღარ გავიხედავ
Heavy is the head that wears the crown, always someone plotting to take you down.
თუ რამეა, კარგად ვარ. მომბეზრდა და გავაუქმე.