#47522894 · 10 Apr 2016, 23:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
giorgi1104 როგორც ვხვდები, რაღაც სიტყვები დაწერე, რომელთა მნიშვნელობას ცალცალკე ვგებულობ მაგრამ მათი ერთობლიობა საერთოდ არ არის კავშირში ჩემს პოსტთან და არანაირ აზრს არ გადმოსცემს, იმის გარდა, რომ ვერ გაიგე რაზე მქონდა საუბარი და საერთოდ რისი თქმა გინდა ვერ ვხვდები. შეგიძლია ჩემს პოსტში სადმე მონახო ფრაზა ან შინაარსი სადაც მე სულიერ სიმდიდრეზე ან სიღარიბეზე ვსაუბრობ?
იმისთვის, რომ პოსტი დაწერო არ არის საჭირო სხვის აზრს ან მის გონებრივ შესაძლებლობებს დაესხა თავს, ეს შენს საქციელს ღირსებას ნამდვილად არ სძენს, პირიქით შენი მხრიდან არგუმენტების არ არსებობაზე მიუთითებს.
ზუსტად გავიგე, რომ ქალების მატერიალისტობაზეა საუბარი თანაც მათ უმრავლესობაზე, იმიტომაც დავწერე რაც დავწერე. როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ და უმრავლესობას ეხები, მინიმუმ რაიმე მტკიცებულება უნდა გქონდეს, რადგან ამ უმრავლესობაში, შენი ოჯახის წევრებს და ახლობლებსაც ეხება თემის ავტორი, თანაც ამას ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე აკეთებს, გიფიქრია ამ საკითხზე ასეთი კუთხით? მე თუ მკითხავ მინიმ ბოდიში მაინც აქვს მოსახდელი ასეთი შეურაცმყოფელი და უპასუხისმგებლო განცხადებისთვის.
--------------------
I claim common law jurisdiction I do not consent and I waive the benefits. “Forget Jesus, the stars died so you could be born.” I swear without prejudice
|