გასაოცარი ხარ პირდაპირ.
შეიძლება იდავო ისტორიულ ნიუანსებზე, მაგალითად, სანამდე ატარა ჯვარი, ვინ იყო მისი მოციქული, სად მიიღო განათლება(აბა ახლა ამაზე რამის თქმაც კი არ გაიფიქრო

, მითუმეტეს თუ ათეისტი ხარ

) და ა.შ. მაგრამ რომ თქვა, იესო შეიძლება არც კი იყოო ისტორიული პერსონაო, რომ მკვლევარებს მისი არსებობის დამამტკიცებელი საბუთი არ გააჩნიათო და ა.შ. ნუ მოკლედ არ ვიცი რა. პირდაპირ არ ვიცი რა ვთქვა.
ათეისტები როგორც ვიცი ურყევ ლოგიკას ემყარებიან და ცივ გონებაზე განსჟიან როგორც წესი ყველაფერს. თუმცა შენვე გიწერია ანტითეისტი ვარო და ათეისტებთან არაფერიც არ გესაქმება, ყოველ შემთხვევაში არაფანატიკოს, დალაგებულ ნაწილთან

აქ რაღაცეებს დემაგოგობ, თურმე იესოს არსებობის ბევრ მკვლევარს არ სჯერაო, როცა საპირისპიროდ, სრულ უმრავლესობას, რამოდენიმეს გამოკლებით, ის მიაჩნია რეალურ ისტორიულ პერსონად. მაშინ შენ როგორც აცხადებ, რომ ქრისტიანობა ძლიერ სექტად გამოიკვეთა და იუდაიზმს მოწყდაო, ეს ყველაფერი როგორ მოხდა? ქრისტიანებს სათავეში ვინ ედგათ? იმაში არ გედავები, რომ იესოს ჯვარზე ცმით მოხდა ქრისტიანობის უკვდავყოფა, მაგრამ მანამდეც რომ ძლიერ ძალას წარმოადგენდნენ ქრისტიანები? რომაელებს იმიტომ კი არ ევასებოდათ ქრისტიანები, რომ სხვა რელიგიის ხალხი იყვნენ. იმიტომ არ ევასებოდათ რომ იმპერიას აღარ ემორჩილებოდნენ, ჯარში არ ირიცხებოდნენ და გადასახადსაც არ იხდიდნენ. ამას როგორ მიაღწევდა ერთი უბრალო სექტა ჯვარცმამდე, თუ მანამდე არ იყო მრავალრიცხვოვანი?
რეალურად არსებობდა ქარიზმატული იესო ქრისტე, რომელიც უამრავ სასწაულს ჩადიოდა. როგორ ჩადიოდა ამ სასწაულებს? როგორც გინდა ისე ჩათვალე. საქმე ის არის, რომ ხალხს ეხმარებოდა ამით და უაღრესად განსწავლული იყო.
ახლა კი ერთი რამე მითხარი, რას ებრძვი? შემიძლია გავიგო, თუ ებრძვი რელიგიას, შემიძლია გავიგო, თუ ებრძვი ეკლესიას, შემიძლია გავიგო თუ ებრძვი ღმერთის არსებობას, შემიძლია გავიგო, თუ ებრძვი ადამიანის გაღმერთებას, მაგრამ რეალურად, რატომ უნდა შეებრძოლო იესო ქრისტეს და მის იდეოლოგიას? რამე უკეთესი მომხდარა დედამიწაზე?
ადრეც ყოფილან ფილოსოფოსები, რომელთაც უფიქრიათ ქვეყნის ამაოებაზე, მორალზე, ქვეყნის წყობაზე, მაგრამ შეადარე ახლა ისინი იესოს. იესო ასი თავით მაღლა დგას მათზე, რადგან მან მოახერხა და ხალხი შთააგონა სიყვარულით ეცხოვრათ და სიძულვილზე უარი ეთქვათ. გაუთავებელი ომებისა და სახელის მოხვეჭის პერიოდში ხდება ეს ყველაფერი. როდესაც იმპერია უკვე კარგა ხნის გახრწნილი იყო და სუნი ასდიოდა. კონსულები და სენატორები რომ ათას საზიზღრობას სჩადიოდნენ და თავები ღმერთკაცები ეგონათ. ამ პერიოდში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც უბრალო ხალხს ეუბნება: თქვენ და ის სენატორები, ერთი სისხლი და ხორცი ხართ, არ ხართ დაბადებული მონებად და იმისთვის, რომ გაუთავებელ ომებში ერთმანეთი ხოცოთ.
აი ამ კაცს ებრძვი შენ და არა სხვას, ვინმეს. მე თვითონ ქრისტეს იდეოლოგიის მიმდევარი ვარ, ქრისტიანი ვარ და არც არავის ვახვევ ჩემს აზრებს. თუ ვინმეს სურს, შეგვიძლია შევიდეთ პოლიმიკაში. არანაირად არ ვარ მოკლებული ლოგიკის უნარს

ბლიად წასულა რა ტყუილა ვიწვალე
This post has been edited by mero93 on 22 Apr 2016, 02:49
დახურეთ ეს თემა. ქრინჯია უკვე.
DIY სარბენი ბილიკი
https://www.reddit.com/r/Coronamemes/comments/fk6hyc/gyms_are_closed_hold_my_protein_shake/