ცუდ ხასიათზე იშვიათად და ცოტა ხნით ვარ. არაა ორგანული.
მოწყენილობა... მოწყენილობა კი მდგომარეობაა, რომელიც ჩამოდგება ხოლმე სულიერი გამოფიტვისას და ხასიათს მიღმაა, ფონს ქმნის. შეიძლება იყო მხიარულ ნოტაზე, მაგრამ "ბექგრაუნდად" მოწყენილობა მიიზლაზნებოდეს.
ესაა მდგომარეობა საკუთარი ბანალურად ჩვეულებრივი ყოფა-ცხოვრების, მობეზრება პროგნოზირებადი შენი თავის.
ან მდგომარეობა, როდესაც შენ არ გეკუთვნის შენი თავი, სხვა რაღაც მართავს და იმ სხვას უნდა გამოსტაცო ხელებიდან შენივე თავი, რათა დაიბრუნო ბუნებრიობა.
ან და ან ...ვარაუდებს რა დალევს...
თუმცა ყველას ფესვი და სათავე უსიყვარულობა და სულიერად დაცარიელებაა....
აი ამ დროს ეუბნები შენს ერთადერთ თავს და ყველაფერს:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დაა იჭრები ველად:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
შედიხარ კონტაქტში მთვარის გავლით შენში:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
გემატება აზარტი და მუხტი, იტენები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
აცდი სხეულს განიმუხტოს და გამოიხატოს (სპეცეცექტების გარეშე):
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ოო იეე და ჰელ თუ ზე იეაჰ = )))

შემდეგ ხდება რაღაცეები, ცნობიერების სხვადახვა შრეებში, განცდით, გრძნობით ხვდები, ატყობ შემდეგ. ასე კონკრეტულად ვერ იტყვი რა... რჩება ფრაგმენტები და მჭიდრო კავშირი შენი გავლით სამყაროსთან.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
და ფირის ისტორიას შემორჩენილი ერთადერთი კადრი, შემახსენებელი საკუთარი არსის:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დილით როდესაც აზრზეც არა ხარ ვინა ხარ, შენს თავს და ყველაფერს თან ნიშნს უგებ და თან ულოცავო თითქოს:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თუმცა, ამას თან უარესი სულიერი სიცარიელე მოჰყვება თუ არ შეიცვლები
ესაა ბექგრაუნდი მხიარულებას და კარგად ყოფნას მიღმა მიმზლაზნავი (რანაირად უნდა თქვა სწორ ფორმაში აი სიტყვა? )
მოკლედ ასე. ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს, სხვა არაფერი. : )))