ჩემი არც ისე პატარა სანაცნობოდან მხოლოდ ერთმა მოახერხა 30 წლამდე ბინის ყიდვა.. ნუ ტიპია რაღაცნაირი ჩალიჩისტი, ეგეთი ვეჭვობ 100 კაცზე მეტი იყოს თბილისში, მაგდენიც თუ მოგროვდა.
დანარჩენ სანაცნობოში შედიან გაუნათლებლებიც(აქედან სხვათაშორის ერთი ორი იმდენს შოულობს, რომ ბევრ 3 უნივერსიტეტ დამთავრებულს 40 წლის ასაკშიც არ აქვს), მაგრამ 99% ან უმუშევარია ან 300-600ლარი(მაქსიმუმ) აქვთ ხელფასი. დალშე მეტ ნაკლებად განათლებულები: ესენი ხშირად აბსოლიტურად გაუნათლებლებზე ცუდ დღეში არიან ხოლმე მგონი )) იმიტომ რომ არ მიდიან დისტრიბუციაში, სიტყვაზე და ელოდებიან რაღაცა უკეთესს. და ბოლოს მართლა მცოდნეები. აქ უკვე პროფესიას გააჩნია, მე სულ მედიკოსებს ვიცნობ რომლებიც მორიგეობაზე და ეგეთებზე მუშაობენ და 600 ლარზე მეტი არსად არაა სულ რომ ორგან მუშაობდე. 27 წლამდე მარტო სწავლა იწელება მგონი. თუ სიტყვაზე პროგრამისტი ხარ ან იურისტი ან ბუღალტერი ან რაღAცა ეგეთი, ცოტა ადვილი წარმოსადგენია კიდე შედარებით დაბალ ასაკში ნორმალური ხელფასი.
მოკლედ რამდენიც არ უნდა გავატრაკოთ 1000 ლარი საშულოზე მაღალი ხელფასია აქ. ოღონდ თუ აქვთ ეს 1000 ლარი, აქვთ 25+ წლებზე(კარგ შემთხვევაში). ხოდა რავი როგორ აგროვებთ ამ 600-800 ლარით ბინის ფულს მაინც ვერ გავიგე

ახალგაზრდა ბიჭი/გოგო ხარ, რამე ხომ უნდა აკეთო? კვირაში ერთხელ პაბში არ უნდა წახვიდე?. ესე ლარებში არ დამითვლია ნაღდად ხარჯი, მაგრამ გრუბად 300 ლარი პროსტა არაფერში მეხარჯება, აი ეგრე წასვლა წამოსვლაში და ბენზინში რა, ვერც ვიგებ ისე.
თუ ვაფშე არაფერს აკეთებ, არ ჭამ არ სვავ, არ ეწევი, არსად არ დადიხარ და იმენა საზოგადოებიდან თუ ხარ მოკვეთილი ეგრე ბაზარი არაა
მეგობარს 1000 ლარი აქვს ხელფასი და თვიდან თვემდე იმას წუწუნებს არაფერში მყოფნისო, რა ბინა უნდა მაგან

ნუ ცოლიც ყავს და შვილიც|(უკვე). მარტო კი ცხოვრობს მაგრამ აჩუქეს.
* * *
სესხით ბინის ყიდვის შემთხვევაში დაახლოებით იგივე თემაა, ვერაფერს გააკეთEბ პროსტა უნდა იარსებო რა. ქირა?.. რავიცი რავიცი.. მეგობარმა იქირავა ეხლა რაღაც 1 ოთახიანი სორო დოლიძე-ზე, 500 ლარად ძლივს ააგდო. ითმინა ითმინა და ბოლოს ისევ მშობლებთან დაბრუნდა

შემოსავალი 1500+ ოღონდ ცოლ შვილით.
ნუ გარეუბანში ალბათ იქნება რამე შედარებით იაფად.. ალბათ შესაძლებელია ეს ვარიანტი რა..
გირაოც მეტ ნაკლებად რეალურია, თუმცა ძალიან ბევრს ეგეც არ აქვს

ძალიან ბევრს. კარგად მიმოიხედეთ მართლა..
მოკლედ ასეთი ვარიანტებია რეალურად:
1. თუ ახალგაზრდას მოგყავს ცოლი, მაგრამ ოჯახს ფული არ აქვს(ასე ვთქვათ), ცხოვრობთ მშობლებთან, ოდესმე ფულის დაგროვების და მარტო გადასვლის პერსპექტივით
2. თუ აქვს ოჯახს ფული, აქ ნათელია უკვე, რავარც თქვენს გულს გაეხარდება.
3. ქირა,თუ ორივე მუშაობს ან თუ ისევ და ისევ ოჯახს აქვს ფული(ამჯერად ნაკლები) და ბოლო ბოლო გიხდიან მაგ ქირას.
4. გირაო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძაან ბევრს არ შეუძლია ეგ. ძაან ბევრს კი არა უმრავლესობას, თუ სესხი არ აიღო.
5. მიდიხართ სოფლად და ამუშავებთ მიწას

სხვა ვარიანტს ვერ ვხედავ მე )) ბინის ყიდვები იმენა ზღაპარია.
რა პოსტი მივეციი ))))))))))