აი, გიკოპირებ ახლა ფეისბუქიდან ტექსტს
არც ლგბტ აქციები და არც ტაბურეტებია პრობლემა!!
აი ეს გვღუპავს, აი ეს გვაქცევს!! აი ამ კაცს ორი ღერი თმა აქვს და იმასაც დავაპუტავდი სადმე რო შემახვედრა!!! სირცხვილია ხალხო, ვიღუპებით!!
ორი დახმარება გამოიყენა ამ კითხვაზე და მაინც არასწორად სცემდა პასუხს!! ამას უნდა ტაბურეტი თავში!!!
ახლა რა ხდება სინამდვილეში და რატომ პუტავენ ამ ადამიანს - იმიტომ რომ "ცოდნა ფულიაში" ვერ გასცა კითხვებს პასუხი ისეთ ელემენტარულ კითხვებზე, როგორიცაა რა ერქვა ძაღლს სახელად "მე ბებია ილიკო და ილარიონში".
ეძახიან უცოდინარს, ხეპრეს და სამარცხვინოს.
ოღონდ არსებობს ერთი მაგრამ - მე ამ ადამიანს კარგად ვიცნობ. ერთად ვმუშაობდით. ერთ-ერთი ყველაზე განათლებული და კეთილშობილი ბიჭია ვინც კი შემხვედრია საქართველოში, უბრალოდ წარმოშობით უკრაინელია და რუსული სკოლა აქვს დამთავრებული... არც საქართველოში ცხოვრობდა დიდი ხანი და ძალიან გვიან ისწავლა ქართული.
გვარიც უკრაინული აქვს.
მაგრამ ჰა.
ლაფის სროლა უფრო ადვილია და სახალისო.