mashaრასაც გადავხედე პოსტებს, იქედან, ნუ თავმდაბლობ და ნუ "აპრავებ" შენს საქციელს, თითქოს არაფერი ისეთი, თითქოს სიტყვა აასრულე... შენს ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი პრინციპში.
აი ჩვენ ვხედავთ გვერდიდან და ვამბობთ. ხოლო რას რა მოყვა და რა რატომ მოხდა, ეგ უბრალოდ ახსნებია, საიდანღაც დაიწყებოდა, აბა ციდან სხივი არ დაეშვებოდა თქვენი მიმართულებით და არ მიგაფრენდათ ერთმანეთთან.
ეს კონკრეტული საქციელი ორივეს მხრდან იყო ძალიან ადამიანური საქციელი,რომელსაც ბევრი არ გააკეთებდა.(განსაკუთრებით ზოგიერთი აქაური გაფხორილი და სწერვა ინდივიდი,რომელიც ცხვირს მთვარემდე აწევდნენ მსგავსი რამის წარმოდგენისას)
და ამ თქვენს სიკეთეს სულ არ სჭირდება შენგან დედა ტერეზობა და სფირით_ქრაშერსგან წმ.ნიკოლოზობა, თქვენც მოკვდავები ხართ, თქვენ-თქვენი სიბნელეებით და ჩემზე დიდი ადამიანობით.
ილურაც ძალიან ძლიერი ადამიანია, რომელსაც სიცოცხლე და ადამიანები სურს. დასაფასებელია მისი ეს აქტიურობა გაზიარდეს ხალხში და ის სულ მარტო ახერხებს ამას. მაშინ როდესაც თავისუფლად შეიძლებოდა ჩაკეტილი, ჩუმი და უთქმელი ყოფილიყო.
დღეს ჩანს განსაკუთრებულად უბრალო ადამიანობა, ზოგად ფონზე. ამიტომ არ დავიღლები ქება-დიდებით, სულ ავღნიშნავ და ვისურვებ მეც მეყოს სადღაც რაღაც, რომ....... .........