სიახლე წვეროსნებისთვის და ალბათ მეც მოვუშვებ ცოტა ხანში
https://www.militarium.org/axali-uniforma/ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ჯარში წვერის ტარების ნებართვა ეძლევათ. “ჩვენი ამერიკელი პარტნიორები იკვლევენ წვერის ტაქტიკურ მნიშვნელობას. ეს საკითხი კი აქტუალური ერაყისა და ავღანეთის ოპერაციის შემდგომ გამხდარა.
სულ პირველად ჩვენი დასავლელი პარტნიორების სპეცდანაყოფებს წვერი შენიღბვისთვის გამოუყენებიათ – ადგილობრივ მოსახლეობას რომ დამსგავსებოდნენ. მიზანი კი მრავალმხრივი ჰქონია: წვერი სახეს იცავს ქარისგან, მოყინვისგან, მტვრისგან და, ამასთანავე, წვერის პატრონს მძვინვარე გამომეტყველებითაც აჯილდოებს. მეტიც, პენტაგონის კვლევით, წვერს, თურმე, პირდაპირი კავშირი აქვს საბრძოლო ეფექტიანობასთან. კერძოდ, კვლევით ჯგუფს Xegis Solutions გამოიკვლია
100 სპეცრაზმელი: 25 წვერიანი, 25 უწვერო, 25 რეგულარული არმიის წევრი, რომელშიც აკრძალულია წვერი და 25-ც იმავე რეგულარული არმიიდან, რომლებსაც დართეს წვერის მოშვების ნება. შედეგი კი გამაოგნებელი იყო: საბრძოლო მოქმედებებისას
არცერთი წვეროსანი არ დაჭრილა.”– აღნიშნა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ წვერის ტარება საგრძნობლად ზრდის ტესტესტერონის დონეს ორგანიზმში, რაც იწვევს ენდოკრინული სისტემის სტიმულირებას, რის შედეგადაც წვერიანი მამაკაცები ფიზიკურად უფრო ძლიერებიც არიან და უწვეროებზე ზუსტ და ეფექტიან გადაწვყეტილებებს იღებენ; მეტიც, გაცილებით ადეკვატურად იქცევიან სტრესულ სიტუაციაში.
* * *
აუ ხალხოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
მირჩიეთ რამე რა
წვერის მოშვებას რომ დავიწყებ, მაქსიმუმ 2-3 კვირა და მერე მბეზრდება და გაპარსვა მინდა, და რა გავაკეთო რომ არ მომბეზრდეს?