სხვა ყველანაირი ბუნ. მოთხოვნილებებიც
ამ განყში ქალოჩკებიდან - 'თეა' და 'კაიფისტკა' მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ თეას შეხედულელებს საერთოდ არ ვიზიარებ და კაიფისტკასი ვერ ვიცი, არ წერს, თითქოს წერს, წერს... მაგრამ არასოდეს ეხება გულწრფელობის ზღვარს, მგონი არც თავის თავთან აკეთებს ამას. კიდევ 'ალაჰამბრა' მომწონს. ძველებიდან 'მაგდალა' მომწონდა ძალიან.
სხვებთან უმეტესად ნეიტრალურად ვარ. თუმცა რამოდენიმე მააააგრად არ მევასება ისეთები, როგორებადაც ჩანან.თორემ ცხოვრებაში ან სინამდვილეში შეიძლება სხვა რეალობაა. ნუ ეგ მკიდია.
- -
კაცოჩკებიდან - მიმდინარე პოსტები არ ვიცი.... ახალ-ახალი ნიკებია ბევრი და უცხო პოსტები არ მიყვარს.
ადრე 'იური გაგარინი' მევასებოდა,არადა არც მაგის აზრებს და მიდგომებს ვიზიარებდი, პირიქით, ცუდად ვხდებოდი ისეთებს წერდა, ფარული იუმორით და ძალიან მახინჯი ფორმით.
'დოხადური' მომწონდა, ეგეც ძველად.
'ფხოველი' კეთილად წერდა.
სულ სულ ძველად, სანამ მე დავრეგისტრირდებოდი მაშინ გახსნილ თემებში იუზერი 'იასე' მენიშნა და დადებითან განვეწყვე.
ახლაც მახსოვს თემა რით მოვიხიბლე და დამავიწყდა მააინდელი ჩემი ცზოვრებისეული პრობლემა. თემა იყო "ფრთხილად, ქალაქში სიყვარულის ვირუსი დადის"

და მახსოვს ძველ თემებში ძრომიალისას ერთი იუზერი მომეწონა კიდევ, ეგეც მშვიდად და ადამიანურად წერდა, ნიკი დამავიწყდა.
მოიცა, აქტიური და ამ განყელიც მინდა ვიხსენო ვინმე, ვინც მომწონს. სამწუხაროდ ვერავინ გავიხსენე.
ვინ არ მომწონს? რავი, მგონი ნეიტრალურად ვარ, თვალს ვარიდებ, რადგან ძალიან ცუდად წერენ და მე მესმის მათი.

ააა, არა. გამახსენდა. ერთ იუზერს ვერ ვიტან რომელმაც დარეგისტრირებიდან ერთ კვირაში სრულიად უმიზეზოდ შემაგინა და მე მთელი ღამე ტირილში გავატარე და მთელი დღე თვალებდასიებულმა და თავმტკივანმა.
მაშინ ისე გავოცდი რომ არცერთმა არ მისცა შენიშვნა ამის გამო, ვერ ვიჯერებდი ასეთ განუკითხაობას და არაადამიანობას. მერე და მერე კი მივხვდი აქ რა ბალაგანიც ყოფილა.

ჰო, აი მაგ იუზერს ვერ ვიტან და ასე მგონია ოდესმე შემახვედრებს ცხოვრება სადმე და პასუხს მოვთხოვ. ასე რაც მგონია, კიდეც მიხდება ხოლმე და ჩემი გამარჯვებით სრულდება.
და სნეგირი მაინტერესებს რატომღაც... ეგეც გონების ხრიკია, სნეგირის იმიჯზე მორეაქციე მაქინატორი გონების. სხვა არაფერი. მე კიდევ გონების მაქინატორული მექანიზმის მაღლა ვდგავარ და ვაანალიზებ, რომ სინამდვილეში და ნამდვილი არ მაინტერესებს.
....და მაინც, .....ადგილზე, სადაც მგეეელი და კრავი ეეერთად ძოოოვენ ბალახს.