ერთია როცა ჰორმონები ახალი ამოქოქილია და სექსის გაპრავების მიზნით ქორწინდებიან, მაააგრამ, ერთადერთი აქტუალური სცენარი არ არის არასტაბილური ოჯახის თემაში ჩემი აზრით.
შედარებით "დალაგებულ" პირობებში, ხშირად ქვეცნობიერად (და იშვიათად ცნობიერადაც) ნომინალური ქალის მიზანი და ცხოვრების არსია ბავშვების გაკეთება და დედობა. ფსევდო-მეცნიერულად რომ ვთქვა: ტვინში კაცთან ურთიერთობის წრედებს ბევრად ნაკლები ადგილი უჭურავთ და შესაბამისად ნაკლები ძალა აქვთ ვიდრე დედობის წრედებს. თან პირველი ასაკთან ერთად სუსტდება და მეორე ასაკთან ერთად ძლიერდება.
მოდის დრო ქალისთვის, როცა უკვე ასეთუისე გადავლილი აქვს აჩუჩუნების პერიოდს (სურვილის პონტში იმდენად არ ვამბობ რამდენადაც სექსზე კონცენტრაციის და გლამურიზაციის ამბავში), ხოდა აღმოაჩენს რომ ბავშვის გაკეთების და დედობრივი ინსქტინქტის დაკმაყოფილების ხასიათზეა.
ამ დროს ხდება აქტუალური სა-მამე მასალის ძებნა და მიზიდულობაზე მეტად აქცენტი უკვე სტაბილურობაზე მოდის. თუ აქამდე ცეცხლოვანი ბონდო იყო აქტუალური, ახლა უკვე ბუღალტერი დიტო იძენს გარკვეულ სტაბილურ შარმს

იწყება ქმარზე ნადირობა.
ასეთ პირობებში ქორწინების მერე, ხშირად არა მაგრამ არც იშვიათად, კაცები აღმოაჩენენ ხოლმე რომ ქალი ისეთი მოსიყვარულე აღარ არის როგორც ბავშვების გაკეთებამდე იყო. ბევრი ქალი ასეთუისე ახერხებს ქმარზე და ბავშვებზე ზრუნვის დაბალანსებას, ბუნებრივად თუ არა ცოტა ძალისხმევით მაინც, მაგრამ არც ისე ცოტა მთლიანად იკიდებს კაცს და დაუფარავად იყენებს მას მხოლოდ უღელის გამწევ ძალად სანამ თვითონ ძალისხმევის 100%-ს დედობისკენ გადაამისამართებს.
ეს ერთი შეხედვით ვითომ სამართლიანი განაწილებაა საქმის მაგრამ არის ერთი შეფარული ფაქტორი რომელსაც ხშირად არ ახსენებენ: ქალი ბევრად მეტ სიამოვნებას იღებს დედობისგან ვიდრე კაცი 10-დან 9 შემთხვევაში ოჯახის უღელის გაწევისგან. ასეთ პირობებში ხშირად კაცს ამოსდის ყელში სიტუაცია, განსაკუთრებით თუ ტრადიციული გენდერული როლები ღრმად არ აქვს ჩაბეჭდილი, და იწყება პარტნიორობის საძირკველის რღვევა.
სხვადასხვა ბიოლოგიურ-ფსიქოლოგიურ-სოციოეკონომიკურ დ.ა.შ. მიზეზების გამო, ბევრ კაცს არ აქვს იმის მოტივაცია ან თუნდაც უნარი რომ გასაგებად გამოხატოს რას გრძნობს, ის კი არა და ხშირად თვითონაც ვერ ხვდებიან რას გრძნობენ, მაგრამ ათასში ერთხელ დაცდენილი ფრაზებიდან მონდომებული ადამიანი შეაკოწიწებს იმ დასკვნას რომ ძალიან ბევრი გულნატკენია რადგან თვლის რომ "ხმარობენ", განსაკუთრებით ოჯახი. ვაზუსტებ რომ "ხმარება" მაშინაა თემატური ტერმინი როცა რაღაცას ან ვიღაცას საკუთარი მიზნებისთვის იყენებ და ყველა სხვა შემთხვევაში იკიდებ.
TL;DR ბავშვების კეთება საჭირო საქმეა. სტატისტიკაც გვაჩვენებს რომ ორივე მშობელი ძალიან საჭიროა აღზრდის პერიოდში. და თუ რამის თქმას ვცდილობ ბოლოსკენ ალბათ ის არის რომ კაცებიც ადამიანები არიან და ალაგ-ალაგ მოეფერეთთქო.
https://www.imovies.cc/movies/450313531/Revolting-Rhymes-Part-One/S01/E01/ENG/HIGH