გოგონა ...
რა ქალურია. არ გამიკვირდა, ასეთს ველოდი.
ჩემს ანგარიშზე ირიცხება ერთადერთი ოფიციალური შეყვარებული.
დავშორდი ძალიან ბავშვური მიზეზით, პრინციპში ბავშვი ვიყავი, 16 წლის და ორი წელი გლოვაში და მასზე წერაში გავატარე, რის გამოც ჩემში შეიქმნა მისი ღირსეული ხატება, მეც მუდამ აღმატებულად ვიგონებდი, და მომწონდა რომ ასეთი ძლიერი გრძნობა მეწვია, რომელმაც კინაღამ მომკლა.
მე ვიცოდი რომ წინ იყო რაღაც გადაკვეთა, რომელიც ამ შემთხვევას დაასრულებდა. დაუსრულებლობის განცდა მქონდა.
...და აი ექვსი წლის შემდეგ მოვიდა ისევ, ჩემთან ნებავდა თურმე და მანდ მივხვდი რომ გული მერეოდა, შეუძლებელი იყო ოდესმე მყვარებოდა ასეთი მერყევი ადამიანი.
მე ის ჩემში დავაპირეტპენე 17 წლის ასაკში და იმხელა ჯემალა კაცი გამომეცხადა წლების შემდეგ, ყველაფერი რაც მანამდე მიგრძვნია წყალში ჩამეყარა და პიტერ პენიც საბოლოოდ გაიზარდა.
შემთხვევაც დასრულდა და დაიხურა. თავს დიდებულად ვგრძნობდი.
დანარჩენს "...ისტორიის ფურცლები..." ფურცლები, როგორც ბიჭები...
არასოდეს მომწონდა სიტყვა შეყვარებული. რამ სიგრძე უშველებელობაა. თან ზუსტად არ გამოხატავს.
საყვარელი - ყველაზე ზუსტი სიტყვაა.
ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი რომ მეორე საყვარელი უნდა ვიპოვო.
ოღონდ ის მაინც პირველი იქნება და ყველაზე პირველი და მსურს უკანასკნელიც.
მე უნდა ვიპოვო. განა იმან. ჩემმა პირველმა თვითონ მიპოვა.
მეორეს მე ვიპოვი.
თან როგორც იქნა ვხედავ.
ხეზე სამჯერ დაკაკუნება,ჯვარი კედელს, ფუი ეშმაკს, თვალი არ მეცეს.
ცხოვრებაში პირველად ვიცი რა მსურს ამ სფეროში ანუ კაცოსფეროში.
რა კარგი განცდაა.
პროსტა, მისთვის არასოდეს მიკოცნია და გული მიგრძნობს ოდესმე ვაკოცებ. რასაც ასე მიგრძნობს გული აუცილებლად მიხდება.
გული მიგრძნობს, მაგრამ მე საერთოდ არ მინდა. მე ის 17 წლის ბიჭუნა მიყვარდა და არა 27 წლის ტყიური.
* * *
ახლა გადავხედე პოსტებს. რა სასაცილოა ამდენი ადამიანი ამდენი განსხვავებული აზრით და ჩემი პოსტი მარგალიტად.
ნუ ეს მკიდია მარგალიტია თუ რეალობის ჩემეული ინტერპრეტაცია.
მე ასე მეწერინებოდა, რადგან ასე მგონია, ე.ი. რეალობაც ესაა.
: )))))