დილით უზმოზე ელენე მათბობს
ნინი კი ლამაზი სიტყვებით მამკობს
და აი საუზმეც, მადლობა თაკოო
სალი უქნარა და უუნაროო
მარი კი ისევ აგრძელებს კივილს
ალბათ მამალიც არ შეწყვეტს ყივილს
გარეთ ბავშვებმა რაღაც იპოვეს
გაბრაზდა ზაქრო და დაიყვირა
ნუ ეკარებით დამპალ სიკოებს
რა იცით რა ჭირთ უბნის თიკოებს
მეორე დღეს კი სოფომ დამადნო
სველი თვალებით გული გაადნო
უცბად მიყვირის ხელი არ მახლოო
მე საიდუმლო უნდა გაგანდო
კარი იღება შემოდის ანდრო
მთელი ოთახი თავზე დამამხო
თავი ავწიე და დავიყვირეე
მიშველე ზაქრო, მიშველე ზაქროოოო