ხო ეგ აქაც იყიდება 70-75 ლარებში. მე არ მაქვს ეგ, მაგრამ მოსმენილი მაქვს.
იცი რა პონტია, აი მუსიკის მოსასმენ ყურსასმენებს რომ ხარ ადამიანი მიჩვეული, მერე მაგაზე გადასულს ცოტა დისკომფორტის გრძნობა გაქვს ბასი რომ არ აბრაგუნებს

თან ძალიან დაბალი ხმა აქვსო ვერ იტყვი, მარა მუსიკის სხვა ყურსასმენებივით ხმამაღალი არ არის. ეგ იმიტომ რომ სტუდიო სტილის ყურსასმენებში საუნდის ხარისხზეა აქცენტი გაკეთებული.
ზემოთ რაც დაგილინკე ორივე კარგია, მაგრამ ორივე სტუდიოა, მითუმეტეს პირველი და შენ რამდენად გამოგადგება არ ვიცი.
ხო აქვე, პირველი ღია ტიპისაა, მეორე დახურული.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ღია ტიპის ყურსასმენი ნიშნავს რომ თვითონ მუსიკის საუნდი უფრო ბუნებრივია, გარემოს არ ხარ მოწყვეტილი, არ არის იზოლირებული ხმა და უფრო რეალური ჟღერადობა გესმის, ეგ ბევრად უკეთესია მუსიკის შექმნისთვის რადგან ბუნებრივია.
დახურული ნიშნავს რომ გარემოს ხმასაც ახშობს, ყურსასმენიდანაც არ ისმის გარემოში ხმა, ბასი მოსასმენად ბევრად უკეთესია.
მოსმენის ამბავში გემოვნების ამბავია რა, ზოგს იმენა სუფთა ხმა ურჩევნია, ზოგს მუსიკის მოსასმენად სპეციალურად გაძლიერებული ბასი, ამბები და ა.შ.
მემგონი მეორე რაც დავლინკე სადღაც შუაში უნდა იყოს და არ იქნება ცუდი, რავი
This post has been edited by KickOff on 26 May 2016, 18:34