ტაილანდში, კანჩანაბურის პროვინციის მონასტერში, სადაც რამდენიმე დღის წინ 40 მოკლული ვეფხვი იპოვეს, დღეს კიდევ 30 ვეფხვის ლეში აღმოაჩინეს.
მონასტრიდან მიმდინარეობს ვეფხვების ევაკუაცია სპეციალურ თავშესაფარში. პარალელურად, ტაილანდის ხელისუფლებამ სამი მამაკაცი დააკავა, რომლებიც ქვეყნიდან ვეფხვის ტყავების, კბილების და სხეულის სხვა ნაწილების გატანას ცდილობდნენ.
ეს პირები იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ბუდისტური მონასტრის ტერიტორიიდან გამოდიოდნენ