Mazahackaდღეში 5-6 ჯერ ჭამე
ოღონდ კვებებს შორის ერთნაირი შუალედი უნდა იყოს.
შენი ყოველდღიური მენიუ უნდა იყოს ცილოვან -ნახშირწყლოვანი.
ცილების ნახევარს უნდა შეადგენდეს ხორცი, კვერცხი და თევზი, ქათმის თეთრი ხორცი ასევე
ფილე ნაზია და ორგანიზმი ადვილად ითვისებს და მასში შემავალ ცილებს კი შეუძლია სხეულს სასურველი ფორმების მიღებაში დაეხმაროს.
მიირთვი ხაჭო ასევე , ოღონდ ცხიმის მაღალი შემცველობით.
დალიე ასევე ცხიმიანი რძე, ჭამე მაწონი.
სალათები მიირთვი და შეაზავე მზესუმზირის, ან სიმინდის ზეთით
შეგიძლია ზეითუნის ზეთიც
ე ვიტამინს შეიცავს და ეს ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს.
ჭამე თეთრი პური, მაკარონი, თაფლი , კარტოფილი, შაქარი ...
დალიე 2-3 ლიტრი წყალი
ასევე დალიე ხოლმე ჩაი რძით, წვენები...
ასევე გააკეთე კოქტეილი
ძალიან გემრიელია 100 გრამი ხაჭო, ან რამდენიც გინდა და შეურიე ნაღები
დაამატე მურაბის წვენი
ნოყიერია და გემრიელიც

ასევე შეგიძლია ვიტამინები მიიღო.
საუზმეზე მიიღე ხოლმე შვრიის(გერკულესი) ფაფა ჩირით, ან ნიგვზით და თაფლითაც შეგიძლია.
კარაქიანი პური, ყველით
ან ხაჭო ნიგვზით და ჩირით.
მომშივდა : ))
ხორციანი წვნიანები ჭამე, ძეხვით ბუტერბროდები გააკეთე.
დესერტად ხილის იოგურტი დააყოლე.
ან შეგიძლია ომლეტი ბოსტნეულით და ბეკონით
და პურით ჭამე ეს ყველაფერი.
და ძილიც მოიწესრიგე :*
არ დამეზარა წერა :*
This post has been edited by :Eleanor: on 2 Jun 2016, 13:41