გენაცვალეთ თემის გადახვევაში
ყველას დიდი მადლობა წინა გვერდებზე პოზიტიური პოსტებისთვის
ნეგატიურებს გავატარებ შეგნებულად.
მეტ-ნაკლებად თანმიმდევრობით მოვყვები და ზედაპირულად. (მე რომ გამომიცდია და ჩამითვლია რომ ნამდვილ ქალთან მქონდა ურთიერთობა)
ქართველ ქალში ვაფასებ სიფრთხილეს, რასაც ბევრი კაცი ვერ გებულობს ან აღიზიანებს, მე პირიქით მომწონს, ნუ რათქმაუნდა ზომიერად.
მომწონს ინტუიცია, სიფრთხილესთან ერთად ყოფილა შემთხვევა უბრალოდ არაგეგმიური გავარდნები, რაც არარის ხშირი და სწორედ მაგიტომ არის უფრო სასიამოვნო.
ადეკვატურობა, კონკრეტულ შემთხვევას მოვიყვან, მოკლედ ახალი დაწყებული მქონდა ურთიერთობა, ჩემთან ერთად იყო როცა მეგობარმა დაურეკა და ამოდიო თხოვა ჩემთანო. ეს მეგობარი დაქალის შეყვარბეული ბიჭი იყო და სასტავი იყვნენ მოკლედ, იკრიბებოდნენ ხოლმე საღამოს. ჰოდა მოკლედ დაეთანხმა ამოვალო რა პრობლემა არისო (საღამოს 10 საათზე) და მახოსაც წამოვიყვანო და კაი და შეთანხმდნენ მოკლედ. ჩემს გარეშე)) ავდექი წყანარ დავისვი და ავუხსენი, ჩემთან შეუთანხმებლად მიდიხარ მეგობრებთან ღამე რომლებსაც არ ვიცნობ და მიგყავარ ისე, რომ არც მეკითხები არაფერს. ძალიან წყნარად მაგრამ მკაცრად ავუხსენი რომ არ მესიამოვნა დაფიქრდა და დამეთანხმა ჩამეხუტა... იმის მერე როგორც მე ვათანხმებდი ისე ის მითანხმებდა წინასწარ სად მივდიოდით და ვისთან

ამას ვეძახი შეგნების გამოძახილს :დ როცა ადამიანი არ არის კონფლიქტური და შეგნებულია, ყველაფერი მოგვარებადია.
მომწონს ის რომ ქართველი ქალი ყველასთან გახსნილი არ არის, დაგროვილი აქვს ის სითბო თუ სექსუალური ენერგია რომელსაც შენ გადმოგცემს გააშვიდასმაგებული ძალით თუ ჩაგთვალა ''მისიანად'' შეყვარებამდე არის როცა ადამიანი შენიანად შენს ნაწილად აღიქვამ და აღგიგვამს, ყველანაირი გაუცხოება რომ გაქრება და შენს ნაწილად რომ გაღიარებს.
მზრუნველობა ეს ის თვისებაა რასაც ვერ გამოტოვებ, ელემენტარული ჰალსტუხის ან პერანგის გასვლის წინ გასწორება რად ღირს, სხვა რომ არ გავაგრძელო))
სექსუალური ენერგია, ეშხიანობა და ვნება, ეს კი კოზირია ქართველი ქალისთვის, რაც მე ჩემს თავზე გადამიტანია))
ჩაკეტილობიდან გამოყვანა არის ძალიან საინტერესო პროცესი ასევე, როცა ნდობას ამართლებ და ნელ ნელა მოგყვება და შენც მიყვები.
მენტალიტეტს რაც შეეხება, აქ ბევრი აკრიტიკებს ამას.. მე არა. ეს იმიტომ რომ მე თვითონ გავიარე გარდატეხები მენტალიტეტში, ვიყავი როგორც პატრიოტი, ვიყავი ღრუზინიც ვიყავი პრატვინუტიც, ვიყავი რელიგიურიც და ცოტაც ათეისტიც. ახლა ვცდილობ ამ მენტალიტეტებს გვერდიდან შევხედო და მათგან საუკეთესო ავიღო, შესაბამისად ქალი რომელიც შეგნებულია და სიტყვაზე რომელიმე მენტალიტეტშია ის კონკრეტული დრო როცა ჩემთან გადაიკვეთა, არ განვიკითხავ

მთავარია შეგნება... ეს პროცესი მომწონს ქალში როცა თუნდაც სექსში რაღაც ბარიერებს ვამტვრევ. თუნდაც ქცევებში როგორც მე ვხვეწავ, ისე მხვეწავს ის და ერთმანეთს უკეთესებს ვხდით ერთმანეთისთვის.
მომწონს ქალში როცა ძალიან ტონკათ გსაყვედურობს რაღაცაზე და თუ ტვინი გაქვს კაცს გაიგებ.
მომწონებია ქალში როგორც ბავშვური გულიპყვილო აზროვნება, ისევე როგორც გარყვნილი და შავბნელობები))
მომწონს ქალში სინაზე, მაგრამ როცა სჭირდება მაგალითად შვილის დასაცავად ყველაზე დიდი ცხოველი გახდება.
ჯერ საკმარისია. : )