ძალიან დიდი უსამართლობა დაწერე.
შენ რომ 9 თვე მუცლით უნდა ატარო ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამას ნაკლები გამოცდა და ტანჯვა ელოდება შვილის გაზრდაში.
არც იმას ნიშნავს, რომ იმ ცხრა თვის განმავლობაში შენზე ნაკლებად იტანჯება ან სტრესს განიცდის, შენ არ იცი რას ნიშნავს 9 თვის განმავლობაში ორსულ ქალთან ცხოვრება, ღამის 4 საათზე, რომ დარბიხარ თბილისში ატასი იდიოტობის საშოვნელად და იცი სახლში ვერ მიხვალ თუ არ მიუტანე, მონად ხარ ქცეული პრაქტიკულად, ხმის უფლებას კარგავ. მოიცა რაა, არც მასეა საქმე
ეხლა რაც შეეხება მე უნდა ვატარო და მე უნდა გავაჩინო, რაც უნდა ატარო და გააჩინო ის ჩემი საკუთრებაა და მისი წართმევის უფლება უკითხავად არ გაქვს, რომ არა მე შენი კვერცხუჯრედი ვერ მოახერხებდა იმ საოცარი პროცესის დაწყებას რასაც სიცოცხლე ქვია.
დიახ მე ვარ სიცოცხლის პირველწყარო და მეც მეკუთვნის გადაწყვეტილებაში მონაწილეობის მიღება. იგივეა ქალის შემთხვევაშიც
ასე, რომ საერთო საკუთრებაზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ შეთანხმებით ხდება.
მოიშორებ ჩემს შვილს ჩემს უკითხავად და სასამართლო წესით შემიძლია ისეთ მძიმე სიტუაციაში მოგაქიო, რომ ყველაფერს წაგართმევ რაც გაგაჩნია, თუმცა იმაზე მეტი რა უნდა წაგართვა რაც შენ მე წამართვი და ასევე საკუთარ თავს?
ვისაც ჯანმრთელობის, პრობლემა არ აქვს და სხვა მიზეზით იკეთებს აბორტს, უასუხისმგებლო ადამიანია და სიცოცხის ფასი არ იცის, ცოცხალი გვამი მგონია ასეთი ადამიანი, თუ გაზრდა არ შეგიძლია ეს არ ნიშნავს რომ სიცოცხლის შანსი უნდა წაართვა, ბოლო ბოლო უპატრონო ბავშვთა სახლში გაიზრდება.
რა იცი იქნებ მომავალ აინშტაინს კლავ ან დოსტოევსკის, პიკასოს, თეო ვანგოგს, ჰემინგუეს ან შეიძლება გიტლერსაც მაგრამ გარისკვად ღირს დამიჯერე.
სიცოცხლეს ყველამ უნდა სცეს პატივი, ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესღაც ჩვენმა მშობლებმა ჩვენც მოგვცეს შანსი?
გიფიქრიათ იმაზე თქვენზე, რომ გაეკეთებინა დედათქვენს აბორტი?
არ გაუკეთო სხვას ისეთი რამ რასაც არ ისურვებდი რომ შენ გაგიკეტონ.
ჯასთ მარტივად, შენ გიყვარს ეს სიტყვა ჯასთ