maxo_maxxაა ანუ მაგათ მივეძალო ?
კვირაში 2-ჯერ გექნება თუ ათასჯერ სურვილის ამბავია...
ვაბშე სხვა რაღაც დავწერე... არ შეიძლება ცხოვრება სექსის გარშემო ბრუნავდეს
თვითშეფასებას იმაღლებდე მხოლოდ იმით რომ ბევრი პარტნიორი გყოლია (ბლატაობდე)
სექსის გამო ეტანებოდე დაკავებულ ქალს/კაცს, ტვინს ურევდე და სხვისი უბედურებით საკუთარ ბედნიერებას აშენებდე
ვიღაც ერთ სირ კაცს შეეძლოს მეორე დებილს მხოლოდ იმიტომ ათქმევინოს საყვარელ ქალზე უარი რომ უთხრას ეს ჯადოსნური სიტყვები: "აუ მე მაგასთან ვიწექი, სერიოზულად რა პონტში უყურებ"
მოკლედ, არ შეიძლება სექსის გაფეტიშება ამ დონეზე...
სექსი უნდა იყოს (და არის კიდეც, უბრალოდ ამას ყველა ვერ იაზრებს) ჩვეულებრივი ბუნებრივი მოთხოვნილება
და ვისთან და როგორ დაიკმაყოფილებს ეს ინდივიდზეა დამოკიდებული...
დაცინვის მსხვერპლიც ვყოფილვარ - იიი, კაცის გემოს რომ გაიგებ მერე მიხვდები
გავულანძღივარ კიდეც - რას ქვია ქორწინებამდე სექსის მომხრე ხარ, ეგ ბოზობააო
თუ მითქვამს არ ვარ ქალიშვილითქო - გააქტიურებულან, სრაზუ ევროპული რეჩი მოურტყიათ: "ჩემთვის მაგას არ აქვს მნიშვნელობა" და ყველანაირად ცდილობდნენ ისეთი ატმოსფეროს შექმნას რომ სექსი ქონოდათ
თუ მითქვამს არავინ მყოლიათქო - ან მაშინვე უკან დაუხევიათ, ალბათ ფიქრობდნენ ეხლა ამასთან რომ რამე მქონდეს და მერე დავშორდე, შევუყვარდები და გულს ვერ ვატკენო... ან არ ვიცი კიდევ რა საოცარი აზრები მოსდით ხოლმე ამ დროს მამრებს
მათ ხომ არ იცოდნენ მე როდის ვატყუებდი და როდის ვეუბნებოდი სიმართლეს...
მაგრამ ყველა მათგანი ზუსტად იმის "გაგების" შემდეგ, თუ როგორი ინტიმური ცხოვრება მქონია მის გამოჩენამდე, იცვლებოდნენ...
ჩემი პასუხის მიხედვით იცვლებოდა მათი ჩემდამი დამოკიდებულება და ყველაზე მეტად ტეხავს ეს...
როცა ადამიანები შენს პიროვნებაზე იმის მიხედვით მსჯელობენ თუ როგორი სექსუალური ცხოვრება გქონია/გაქვს...
შენი აზრით ეს ნორმალური დამოკიდებულებაა?
პ.ს. თემიდან სულაც არ გადამიხვევია
არასოდეს ჩემს პირადზე საუბრისას სიმართლე არცერთი კაცისთვის არ მითქვამს...
და არც ვაპირებ თქმას
This post has been edited by ТЕА on 16 Jun 2016, 18:02