marimari11აგერ ამ თემის პირველ გვერდზე დაწერილი წესები:
დაიცავით წესები თუ შეიძლება
იკრძალება ყველანაირი სახის უსურათო პოსტი, ანდა დაგუგლული ,მხოლოდ პეიზაჟების, თუნდაც თქვენი გადაღებული ცხოველების, მწერების და ა.შ ფოტოგრაფიული შედევრები. ამ შემთხვევაში მიიღებთ ვორნს. პოსტები კი წაიშლება.
ასევე სხვისი სურათების უნებართვოდ დადებაზე იქნება ვორნი, შემდეგ კი ბანი.
ავტომატური ბანი გაიცემა ნებისმიერ არაკორექტულ უზრდელურ გამოსვლაზე, ვადას კი გამომსვლელის პოსტი განსაზღვრავს.
მოერიდეთ უზარმაზარი სურათების დადებას და გვერდების გაწელვას, რადგან ამას პოსტის ავტომატური წაშლა მოყვება.
აგრეთვე ნუ დადებთ სახეამოჭრილ სურათებს. როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა მასეთ სურათებსა და უსურათო პოსტებს შორის? არც არანაირი.
უსურათო პოსტად ჩაითვლება ხელის, ფეხის, თითის, მუცლის ან სხვა ცალკეული სხეულის ნაწილების სურათები. როგორც წესი, ეს ხშირად ნაცადი მეთოდია "ლიჟბი დავპოსტო / კომპლიმენტი ვუთხრა" იუზერთა მიერ.
მიირთვით მერვე ნაწილი და ერთმანეთს ეცით პატივი
იმის გათვალისწინებით, რომ მოდერატორები არ არიან რობოტები და მთელი დღე ვერ იჯდებიან ფორუმზე, ადვილად შესაძლებელია რომელიმე უსურათო პოსტი გამორჩეთ და მათზე ვერ მოახდინონ რეაგირება, რაც არ ნიშნავს მიკერძოებასა და შერჩევით სამართალს. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ უსურათო პოსტი არ არის კატასტროფულად მძიმე დარღვევა, ვერ ვხედავთ აუცილებლობას 1 და 2 კვირის დაგვიანებით ნანახ პოსტებზე ვარიგოთ ვორნები.
ამრიგად, თუ რომელიმე იუზერი შეამჩნევს უსურათო პოსტს (ოღონდ არა 1 კვირის გასვლის შემდეგ), რომელიც მოდერატორს შესაძლოა გამორჩეს - დარეპორტება არაა არაკაიბიჭური საქციელი...(ც) მოდერატორები
არსად წერია რამე "ძველ ფოტოებზე"
ეს არის ფერლადორის მიერ შემუშავებული წესები:
განყოფილების წესები / თემების კატალოგიარც მანდ წერია მსგავსი რამე
და ახლა დარეგისტრირებისას ვისღა ახსოვს ის 11 გვერდიანი წესები
და თქვენ იცავთ წესებს? იუზერის შეურაცხყოფაზე და უზრდლურ გამოხტომაზე რომ ავტომატური ბანია?
და კიდევ
წერ- არ შეესაბამება იუზერის ასაკს- ანუ შარშანდელი ფოტო ვერ უნდა დადოს იუზერმა?
ამაზე ვორნია?
დადონ ახლა იუზერებმა დაბადების მოწმობები და ყველა ფოტოს თარიღი დააწერონ და მერე იჯდეს მოდერი და არიგოს ვორნები?
თან ლოგიკა სადაა? მთელი თემაა განყში სადაც ფეხები იდება და ფოტოების თემაში თურმე არ შეიძლება ფეხის დადება.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «