გასარკვევია, ვის გულისხმობ.
არის რამდენიმე ვარიანტი:
- განათხოვარი ქალი, რომელმაც შეძლო და გამოსირებულ ადამიანთან ყოფნას მარტო ყოფნა/მარტოხელა დედობა/დამოუკიდებლობა/სიმშვიდე ამჯობინა, შეძლო, გაიტანა და გაძლიერდა.
შესაბამისად, მასთან, ბუნებრივია უფრო კომფორტულია ურთიერთობა - აზრზეა ცხოვრების, იცის, რა უნდა, არ სჭირდება არაფერი ზედმეტი ტვინის საღრეცი უკვე. "მადლობთ, ყელამდე ვარ" - პონტი

და მხოლოდ მართლა გამორჩეულ შემთხვევაში იფიქრებს ხელმეორე ქორწინებაზე. ანუ მისთვის "სრული" ურთიერთობა ჩვეულებრივი რამეა, ცდილობს არც უაზროდ გაუყადროს თავი ვინმეს, მაგრამ თუ დაიწყებს ურთიერთობას, მიყვება "კომფორტულად".
- განათხოვარი ქალი, რომელიც ტუტრუცანულად გათხოვდა/დაშორდა, შესაძლოა, ქმრის ბრალეულობაა, შესაძლოა, არა.
"განათხოვრობა" მისთვის ნიშნავს თავისუფალი სექსისკენ თავისუფალ გზას. ოღონდ თავისუფალი სექსის დამახინჯებული გაგებით. მარტივად "იძლევა" (გაპრავებულია, სოჩიკი აღარ უწერს და ა.შ.") და მათთვის, ვისაც უბრალოდ კიდევ ერთის ათვისება უნდა, კომფორტულია და მისაღები თუნდაც ერთჯერადი ამბებისთვის.
- განათხოვარი ქალი, რომელიც დათრგუნულია პირადი ცხოვრების მოუწესრიგებლობით, ქვეცნობიერი "სთხოვს" "პატრონს" და ძლიერ დასაყრდენს, სუსტია, შესაძლოა, ყოფილი ქმარი ჯერ კიდევ სტრესულ მდგომარეობაშI ამყოფებდეს მისი გამოხტომებით. ასეთ დროს ხშირია დაუფიქრებელი და არსებული მდგომარეობიდან გაქცევის მიზნით "ავარდნები". შესაძლოა, მისთVისვე წარმოუდგენელი "შემთხვევები", რომლის მეორე მხარე შეიძლება, "მისაღებ და კომფორტულ" ტიპად თვლიდეს მხოლოდ დანებების გამო.
ბევრია კიდევ/..
ბევრი გამომივა წერა.
მოკლედ საინტერესოა, 1-2 მაგალითი, რა ტიპი იგულისხმება.