რამდენად სწორ ადგილას მოვხვდი არ ვიცი, მაგრამ მგონი ყველაზე სწორ ადგილას ვპოსტავ. 1 წელზე ცოტა მეტია, რაც ერთი გოგო შემთხვევით გავიცანი სოც ქსელში (საერთო მეგობართან გადავიკვეთეთ, მოკლედ რაღაც მკითხა... და იმის მერე ვმესიჯობდით) დროთა გამავლობაში მივხვდი, რომ უბრალოდ მესიჯობა არ მაინტერესებდა და მინდოდა უკეთ გამეცნო (დაახლოებით 6 თვეში) ხოდა ერთ საღამოს შევთავაზე იდეა, როცა გეცლება სადმე გავიდეთქმეთქი და კაიო, დამთანხმდა ეგრევე. (პ.ს ვიზუალურადაც ძალიან მომწონს და ტიპაჟურადაც) მაგრამ მერე ისე აეწყო, რომ მე ქვეყნიდან გავდიოდი ხშირად, თან სამსახურის გრაფიკი, დავირთული რეჟიმი და ნუ არც შევხებივართ ამ თემას. წინა ორშაბათს სპონტანურად მივწერე, მოვიკითხე და თან ვკითხე ხვალ რას შვრებითქო, ვმუშაობო, სამსახურის მერეთქო? და რა იყო პაემანზე მპატიჟებო? და ჩემი შემოთავაზება ძალაშია, თუ სურვილი გაქვსმეთქი. რომელიო? ხოდა, შევახსენე ძველი იდეა... ხოდა უცებ ფრაზა: "ეგ პაემანია ჩემი ასაკის ქალისთვის

გულს ნუ მიფრიალებ ბიჭოოო!

ჩემი სახელი დაიბნა". ასაკს რო შეეხე ამან გამაკვირვა/ დამაბნია მეთქი

ხო არ მოხუცდი უკვეთქო? (დეგენერატი ვარ ვიცი, ნუღარ გამიმეორებთ-ვითომ გახუმრება ვცადე). მოკლედ ხვალ სამსახურში ათასი ისა ისეაო... თუ მვოახერხეო... შევხვდეთო, ადგილი დააკონკრეტა მანდ დაგპატიჟებო, კაი მარა იცოდე მე ბრიტანული წესი მომწონსთქო (ეს დამპატიჟებს თემა გამიტყდა მაგრად, თავმოყვარეობაზე იმოქმედა

) მეორე შუადღეს მივწერე, გამეგო რას აპირებდა და ვერაო დღესო (ანუ სამშაბათს) და კაი რა პრობლემაა მაშინ შაბათიმეთქი (ვიფიქრე ვიქენდია, ეცლება უფრო მეტად) მოკლედ კარგიო. მოვიდა პარასკევი მივწერე ხვალის გემგებზე და დამსინა... გავბრაზდი, მარა თავი შევიკავე და შაბათს დავურეკე შუადღეს და მისი პასუხი: "წუხელ არ მეცალა ამიტო ვერ მოგწერე თან ზუსტად არც ვიცოდი მეცლებოდა დღეს თუ არაო, ახლაც ვმუშაობო, ამაღამ მოგწერ ხვალ (კვირას) თუ მეცლება, დღეს გავიგებ საღამოს გეგმებსო. კაი გელოდებიმეთქი. მარა კიდევ ერთხელ (მესამედ) დამიკიდა, ხოდ მაგრად გამიტყდა მარა მეც ვცდილობ დავიკიდო. მხოლოდ გიორგობა მივულოცე მარა ძაან ლაითად და ვითომ სხვათაშორის (ან საუბრის გასაგრძელებლად, ან შემომჩივლა) ცუდად ვარო, ისაო ესაო... (ან თითქოს ბოდიშადც მეჩვენა) სიცხეო, ვირუსიო... ნუ მალევე დავემშვიდობე. და ისევ გავაგრძელე უკონტაქტობა. საერთოდ ვერ ვხვდები, ასე რატომ მექცევა, ან რა უნდა... მომენტებში კარგად იქცეოდა, ნორმალურად მწერდა, გახსნილად. ხანდახან მგონია, რომ მეთამაშება. არ ვიცი, ხან ისიც ვიფიქრე, რომ აინტერესებს რამდენად ვარ ისეთი ტიპი, რომელიც მიზნისთვის იბრძოლებს და უკან არ დაიხევს... მოკლედ ამაბნია. ორშაბათს ამ მესიჯობის (პირველი დაპატიჟების მერე) მისმა დაქალმა დამიამტა ფეისბუქზე... (ესეც ცოტა მეუცნაურა... მარა ბუნებრივია მგონი მაინც) და ნუ ბოლოს დდამემშვიდობა: "ამ გოგოს" მეგობრები, ჩემი მეგობრებიც არიანო"... ხო ეს გოგო ხშირად ამბობს, რომ შვილები, ოჯახი და შეყვარებული უნდა, ჩემთან საუბარშიც აღუნიშნავს არაერთხელ... ჩემზე ძლიერი მინდაო თანო... მეთამაშება, ან თითქოს მოვწონვარ მარა ასაკობრივი ბარიერი აქვს.. ვერ ვიგებ რა უნდა, იქნებ მხოლოდ მესიჯობით ერთობა.. ადრე აქვს ნათქვამი კიდევ, რომ ყველა ურთერთობა სადაც "დობრად" ვიქცეოდიო ცუდად შემომიბრუნდაო...
This post has been edited by seagu11 on 26 Nov 2016, 09:48