ამ ფრაზიდან გამომდინარე მივხვდი რომ ქალი ხარ, თავიდან მეგონა რომ კაცი წერს.
მართლა შეყვარებული კაცი ჯიბრზე ასეთ რაღაცას არ გააკეთებს, ამას გააკეთებს მხოლოდ პ**ოჭი რასაც ეგ აკეთებს. კარგი გაგიკეთებია რომ დაშორებულხარ უარესი ტკივილისაგან დაგიზღვევია თავი. ინტუიციურად იცი ეს, უბრალოდ ეს ქალური თვითგვემა არ გასვენებს და ახლა ისევ შენ თავს აბრალებ ყველაფერს. არავითარ შემთხვევაში არ დაელაპარაკო. იმ თანამშრომელთან მანამდეც ექნებოდა რამე თორემ ასე უცებ არ გაიჩენდა არავის, მითუმეტეს ერთად არიანო უკვე წერ. გაიჩინე ადამიანი რომელიც შენი ღირსია და შეეშვი ამ კაცს. თუ მომსვლელია თავად მოვა, მაგრამ არ მგონია. ის რეაქცია რაც მან გამოიჩინა როდესაც შენ ბეჭედი დაუბრუნე ნიშნავს იმას რომ თავადაც ასე უნდოდა. უბრალოდ ბევრ კაცს ეშინია ხოლმე ქალის ისტერიკის ან ცრემლის და ვერ ბედავენ ხოლმე პირდაპირ რაღაცის თქმას მაგრამ ისე იქცევიან რომ შენ გათქმევინონ. ჯობია ფაქტებს შეხედო თვალებში, ერთი ორი კვირა მაგრა გეტკინება გული სამაგიეროდ მერე ამოისუნთქებ. წარმოიდგინე ახლა რომც შეგირიგდეს, გინდა შენ ისეთი კაცი რომელიც იმის მაგივრად რომ შენთვის იბრძოლოს შენს თვალწინ ფლირტაობს და უარესად გტკენს გულს? ეს ხომ ყოველტვის ასე გააკეთებს არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოუგდებ ბეჭედს თუ არა, ეს კაცი ასეა ჩამოყალიბებული. სულ რომ ხოხვით მოვიდეს ამის მერე არც უნდა მიიღო, არ იმსახურებს. წარმატებებს და ნებისყოფას გისურვებ