ცოცხლად არ ჭამენ, მაგრამ იქ სხვა მენტალიტეტია...
დამოუკიდებლობის ხარისხი მაღალია, რა თქმა უნდა...
მაგრამ ორი უკიდურესობაა რაც საქართველოში ხდება და რაც შტატებში...
ყველა შემთხვევა არ ვიცი, მაგრამ ბოლო 1 წლის მანძილზე ორჯერ ვიყავი თითო-თითო თვით და ასე თუ ისე საკუთარი თვალით ვნახე როგორი მიდგომებია ცხოვრების მიმართ...
ჩვეულებრივი, არაფრით გამორცეული მოქალაქეების ცხოვრება ვნახე მცირე დროით...
საქართველო ერთი უკიდურესობაა - 30 წლის ადამიანს მშობელი რომ მოუკვდეს, დიდი შანსია მშიერი დარჩეს, რადგან მამა აჭმევდა და ასმევდა და დამოუკიდებლად თავის გატანა არ შეუძლია...
მაგრამ იქ რა ცხოვრების წესიცაა, მეორე უკიდურესობაა...
შვილი როგორც კი დამოუკიდებელი ხდება და საკუთარ ცხოვრებას იწყებს, აღარ რჩება დრო მშობლებისთვის...
გავიცანი ადამიანები, რომლებსაც საკუთარი მშობლები წლებია არ უნახავთ იმიტომ, რომ საკუთარი პრობლემები აქვთ, საკუთარი ცხოვრება...
გავიცანი ხანშიშესული ადამიანები, რომლებიც შვილებს წლებია არ უნახავთ, მაგრამ ნორმალურად მიაჩნიათ, შვილებს თავიანთი ოჯახები აქვთ და მათთვის არ სცალიათ...
ერთ ახალგაზრდა ადამიანთან მქონდა საუბარი, აინტერესებდა როგორ ვცხოვრობთ ჩვენ და უკვირდა მაგრად როგორ შეიძლება გქონდეს კვირაში ერთხელ მეგობრებთან სტუმრად მისვლის ან სტუმრების მირების დრო...
ტიპები მარაზმში არიან გადავარდნილი...
პირზე აკერიათ მარტო სწავლა, ინვესტიცია, განვითარება...
არადა რისთვის უნდათ ეს არ იციან, უბრალოდ ეგ მუღამი აქვთ...
შვილებს რომ უტოვებდნენ თავიანთ ქონებას კიდე ხო, თავიანთი ტკბილი სიბერისთვის უნდათ, შვილმა დამოუკიდებლად უნდა დაიწყოს ცხოვრება და მოიწყოს ყველაფერი...
ტიპებს 20-30 ათასი აქვთ შემოსავალი და რო ვუყურებდი იმათზე კარგად მე ვცხოვრობ ამ დაქცეულ ქვეყანაში...
არაფერი მაგათთვის არაა, გართობა, დალევა, ახლობლებში მისვლა-მოსვლა....
ჩემთვის ცოტა ბუნდოვან განვითარებაზე და რაღაცის მიღწევაზე საუბრობენ...
ვერ გამცეს პასუხი რეალურად რა განსხვავება იქნებოდა მათ ცხოვრებაში 30 ათასის ნაცვლად 10 ათასი რომ ქონდეთ ხელფასი და მაგაზე არ პასუხობენ...
მოკლედ მე იმათი მიკვირდა და იმათ ჩემი...
რაღაცაზე ჩამოვარდა საუბარ და ვახსენე პრინცი უილიამის შვილს ობამასთან რო ქონდა ფოტო გადაღებული და ტიპშა გამო###ევდა, ფეისბუქისთვის და სხვისი ცხოვრებისთვის თვალის სადევნებლად დროს რატო კარგავო, იუთუბ-ლექციებს მოუსმინე, განვითარდიო

მეთქი თქვენი დდშვც და თქვენი განვითარებისაც და ამერიკული ცხოვრებისაც

საპენსიო ასაკამდე 1 დღით ადრე მანქანამ რო დაარტყათ ან ტერორისტების მსხვერპლი ახდნენ, ჩათვალე რომ არ უცხოვრიათ საერთოდ...
შე...ი ეგეთ ტკბილ სიბერეს, ახალგაზრდობის წლებს თუ გადაახტი...
შვილიოსთვის აკეთებდნენ ეგრეც არაა...
შვილი ტვითონ დაიფინანსებს თავის სწავლას...
არის სტუდენტური სესხები, რომელსაც ყველა აიღებს და მერე მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა იხადოს...
აქ რო არის, მშობლები იმისთვის შრომობენ რომ შვილი იესემში ასწავლონ ან საზღვარგარეთ გაუშვან, არაა მასე...
გინდა სწავლა? - აიღე სესხი სახელმწიფოსგან და მერე გადაუხადე შენი შრომით...
ბევრ რამეში შეიძლება სწორი მიდგომაა, მაგრამ ჩემთვის, ქართული მენტალიტეტის მქონე ადამიანისთვის გავარტყი ეგეთ ცხოვრებას...
მარაზმში არიან გადავარდნილები...
ჩემთვის ადამიანურ ურთიერთობებს საკმაოდ დიდი ადგილი უკავია...
ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ეგაა და არა პროფესიული თუ ფინანსური განვითარება...
ევროპაში არ მიცხოვრია და ტურისტულად რომ ვყოფილვარ არც ცამიხედავს იქაურ ცხოვრებაში, მაგრამ მყავს ნათესავები, ახლობლები, რომლებიც იქ ცხოვრობენ (მოსაპარად წასულებს არ ვთვლი) და ევროპაში ბევრად ნორმალური სიტუაციაა...
მოკლედ ამერიკაში დამენგრა ამერიკული ოცნება...
მაგ ქვეყანაში ნამდვილად არ ვიცხოვრებდი...
ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობას არ უნდა შვილი ამ ჩამპალ ქვეყანაში რომ გაეზარდოს, მეც მასე ვფიქრობდი...
მაგრამ ეხლა არ მინდა რომ ამერიკაში გაიზარდოს და იცხოვროს ჩემმა შვილმა...
მაქსიმუმ თინეიჯერობის წლები გაატაროს იქ... თინეიჯერები მართლა ცხოვრობენ, ჩვენგან განსხვავებით...
მერე ისევ ეს წუმპე მირჩევნია იქაურ რობოტად ცხოვრებას...
This post has been edited by Frankens†ein on 22 Jul 2016, 16:46
Mens sana in corpore sano...