რა შუაშია ევროპა და ამერიკა, რახან იქ ცალკე ცხოვრობენ ე.ი. აპრიორი კარგია? მე გეუბნები რომ ცალკე ცხოვრება ცუდია და მშობლებთან ცხპოვრება კეთესი, დამიმტკიცე საპირისპირო

აქ ისევ იფეთქა ლიბერასტულმა სულმა რასაც უკან ნაკლები შემეცნება და ბავშვობაში ცოტა წიგნის წაკითხვა უდევს საფუძვლად
ამავდროულად შეიძლება ეს იყოს თვითგვემა და საკუთარი თავისადმი უკმაყოფილების გამოხატულება, ანუ შეიძლება შენ ხარ 30 წლის ბერბიჭა ორომელსაც დედიკო არჩენს, პოსტებში კი ინიღბები

რაც შეეხება ამ მოსაზრებას გავიმეორებ არავის უნდა დედიკოს კისერზე ცხოვრება და დედიკოს გვერდით ოთახში ძილი, ეს ყველაფერი მომდინარეობს სიღარიბიდან!!
მარტო ცხოვრებაზე კლეობა არაფერია
რაც შეეხება თემას:
მარტო ცხოვრება საქართველოში ძვირი ღირს
ნორმალური ბინის ქირაობა ძვირი ღირს 400 ლარი მინიმუმ
დამისახელეთ სტუდენტი რომელიც თავისი შრომით გადაიხდის ბინაში 400 ლარს და კიდევ მორჩება
ალბათ ერთეულები, რა გამოდის? უნდა გიხადოს მშობელმა
ანუ თუ არ გყავს შეძლებული მშობელი კოზანოსტრასნაირებისთვის 35 წლის ბერბიჭა ხარ რომელსაც დედიკოსთან ცხოვრება მთლად ურჩევნია ყველაფერს

მეორე ვარიანტი უნდა იყიდო სახლი, ამ საკითხში დამეტანხმებით რომ ნებისმიერი სტუდენტი უძლურია, ეგ კი არა დასაქმებული ადამიანების 95%-ს არ შეუძლია დამოუკიდებლად ახალი ბინის ყიდვა
ეგ რომ შეძლო 5000+ უნდა გქონდეს ხელფასი
რა დარჩა? იქირავონ სტუდენტმა მეგობრებმა ბინა და გადასახადი გაიყონ შუაზე
ეს არის ყველაზე კარგი ვარიანტი, და მინდა თქვენი გაოცება გამოვიწვიო და გითხრათ რომ ჩემი კურსელების 90% რომლებიც ჩამოსულები იყვნენ რაიონებიდან ასე ცხოვრობდნენ, ანუ იევროპელობდნენ თქვენი მერკანტილური გაგებით

თბილისში მაცხოვრებლები კი რა თქმა უნდა ასე არ იქცეოდნენ რადგან მოგეხსენებათ ხარჯია
ხანდახან მსგავს თემებში ვაფიქსირებ ზოგი ჭკუაგრძელი ფიქრობს რომ ვიღაცას მარტო ცხოვრება არ უნდა
ამ ადამიანებს მგონი თავად აქვს ბინის პრობლემა და იქარწყლებენ უბრალოდ, ან შესაშურად დაბალ აიქიუსთან გვაქვს საქმე
რომ შევაჯამოთ გამოდის: ან უნდა გყავდეს ფინანსურად ძლიერი მშობელი, ან უნდა იქირაო ბინა და ცხოვრების ბოლომდე იყო აქეთიქით წანწალში წელგაწყვეტილი, ტოჩკა!
ისე მე ხან მარტო ვცხოვრობ ხან არა, მარტო როცა ვცხოვრობ დილის ცხრაზე ვიძინებ და საღამოს ექვსზე ვიღვიძებ
გარეთ არ გავდივარ, სულ კომოთან ვზივარ, მაღაზიაშ ნაყიდ სწრაფ ნახშირწყლებს მივირთმევ, სამზარეულოს ნიჟარა ამობრუნებულია
დაბანაც კი მეზარება, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მარტო ცხოვრება არ შემიძლია

შემიძლია ძაან სუფთა ვიყო ან ძაან ბინძუი, ძაან მოწესრიგებული ან მოუწესრიგებელი...
This post has been edited by Hermyon on 8 Feb 2017, 18:53