ეეჰ... რას იზამ ? ვერაფერს... ძნელია ამ დროს არ ინერვიულო და ა.შ... პირიქით ჯობია ემოციები გამოუშვა და დაიცალო...
შენითვის ახლობელი თუ იყო ძაან ტეხავს ...
ჩემი უბნელი დაიღუპა ცოტა ხნის წინ... ბავშვობიდან ვიცნობდი... 8-9 წლიდან.. თავიდან სულ ვჩხუბობდით... რამდენჯერ გვიცემია ერთმანეთი ვინ დაითვლის... მერე რომ წამოვიზარდეთ სულ სხვა ურთიერთობაში გადაგვეზარდა.. არ დავძმაკაცდით და რამე მარა ყოველთვის თბილად ვიყავით ერთმანეთთან ოჯახებითაც და ა.შ... მაგრამ რათ გინდა... ერთმა სიმთვრალემ დაღუპა....
რომ გავიგე განადგურებული ვიყავი.. რომ წარმოვიდგინე რომ უბანში გასვლისას ან სხვაგან სადმე ლექსოს ვეღარ დავინახავდი და ვერ მოვიკითხავდით ერთმანეთს და ა.შ გულზე დამაწვა რაღაც ძაან ###ურად...
დღემდე ვერ ვიჯერებ და რავიცი...
ძაან ტეხავს... აი ძაან....
თავი ხელში აიყვანე როგორმე... მეტს ვერაფერს გირჩევ... ემოცია გამოუშვი გარეთ და არ დაიტოვო გულში არაფერი... უფრო დაგტანჯავს...