ძნელია არ იყო ქართველი, როცა საქართველოში იზრდები...

არ მიყვარს ბევრი დალევა... უფრო სწორად იშვიათია ისეთი სიტუაცია, რომ თავს უფლება მივცე ბოლომდე დავლიო და ა.შ... ხასიეთზეცაა...
ახალგაცნობილ ხალხთან არ მიყვარს ბევრის დალევა და ა.შ...
მამაჩემის დაბ დღეზე იმდენი დავლიე მართლაც რომ კვიცი გვარზე ხტისო გამომივიდა და მთელი ჯიგრობები ჩავაქსოვე და რამე.....

იმიტომ რომ გავიხედე გამოვიხედე და ვინც იქ იყო ყველას ვიცნობდი ჩემს გარშემო...
მარჯვნივ ცოლის ძმა, მარცხნივ ბიძაშვილი, წინ მამიდაშვილი და სიძე.. მარჯვენა მხარეს ბიძები... მარცხენა მხარეს მამაჩემის ძმაკაცები, რომლებსაც მეც ვეძმაკაცები და უფრო მარცხნივ კიდე თანამშრომლები და იმათთანაც კარგად ვარ... ჰოდა ბოლომდე მოვულხინე.. რატომაც არა?
სახლში კი მივითიშე მარა აქამდე თუ ეგონათ ყველა იქ მჯდომს ცოლის ძმის გარდა, რომ ვერ ვსვამდი ან არ ვსვამდი ეხლა პირიქით ფიქრობენ და ქეიფურ პონტშიც მაფასებენ...
ვინც ჩამოვთვალე ცოლის ძმის გარდა არავის მთვრალი არ ვყავდი ნანახი იმიტომ რომ პონტი მინდა საჩემო... ისე მკიდია...