საიდან მოვხვდი ამ თემაში არ ვიცი. ამ განყოფილებაში პირველად ვარ

ეგ კვლევები ვფიქრობ რომ სისულელეა. მე არავინ გამიგია კვლევის მიზნით სიმაღლეში გაეზომოთ. ძალიან სერიოზული გამოკვლევა ჭირდება იმას რომ დაადგინო ქვეყანაში საშუალო სიმაღლე. კუთხეების და რეგიონების მიხედვითაც კი იქნება სხვაობა ჩემი აზრით. ანუ ვინ უნდა შეირჩეს ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია.
საშუალოს საიდან ზომავენ არ ვიცი. უბრალოდ ერთი რამ ფაქტია.
180-ზე ქვევით ეძახიან ხოლმე იდეაში დაბალს.
180-ის ზევით უკვე ძირითადად მაღალს ეძახიან. გამოდის საშუალო არ გვაქვს.
ჩემი აზრით 175-180 არის საშუალო. 181 და ზევით საქართველოში ჩემი აზრით უნდა ითვლებოდეს რომ მაღალია.
მე არ ვიცი ზუსტად მარა დაახლოებით 185-186 ვარ... უმრავლესობა ჩემზე დაბალია. სამეგობროში ყველა ჩემზე დაბალია. სანათესაოშიც 2-3 ადამიანია ჩემზე ანუ დაახლოებით 185-ზე მაღალი.
ოღონდ ერთი ფაქტორია... ბევრი იძახის 185 ვარო მაგრამ არ არიან (ჩემი ძმაკაცი მაგალითად, რომელიც 3-4 სანტიმეტრს იმატებს და მე მეუბნება რო მე ვარ 189

)... კაცებსაც აქვთ ეგ მომენტი და ქალებსაც.
ჩემი დეიდაშვილი (გოგო) ამბობს რომ 168 არის - სინამდვილეში 162-ზე მეტი არ იქნება.
ზოგადად სიმაღლის კომპლექსი ბევრს აქვს. და რაღაც მხრივ მესმის კიდეც. რატომ არ უნდა გინდოდეს რომ უფრო მაღალი იყო? ჩვენს საზოგადოებაში სიმაღლე უფრო წარმოსადეგობასთან არის კავშირში ანუ გარეგნულად ითვლება რომ ერთი და იგივე შესახედაობის კაცებში და ქალებში ის ჩაითვლება უკეთესი გარეგნობის მქონედ ვინც უფრო მაღალია (თუმცა აქ უსაშველოდ მაღლებზე არ ვლაპარაკობ)
This post has been edited by AnRI992 on 21 Dec 2016, 17:59