ე.წ "ფეისბუკის გატეხვა" არის ბუნებაში არარსებული რამ და თითქმის შეუძლებელი, ჯერ არავის გაუკეთებია მსგავსი არაფერი

როგორც წესი ე.წ "გატეხვა" მოტყუების გზით ხდება
1. ფიშერის ლინკზე გადადიხართ და მონაცემებს წერთ ფეისბუკის მსგავს კოპია საიტზე, რომელიც ამ მონაცემებს უგზავნის
2. კომპიუტერი გაგიწიეს და სრული წვდომა აქვთ , არამხოლოდ ფეისბუკი არამედ თუნდაც ვიდეოკამერით გიყურებენ, ფაილებს გადმოწერენ , დაგირესტარტებენ და რასაც უნდა გააკეთებენ
3. ბანალური "სტილერი" აიკიდეთ , რომელიც ბრაუზერში შენახულ პაროლებს უგზავნის
ნუ, ვარიანტი ბევრია, სჯობს კომპიუტერი კარგად შეამოწმოთ ტროიანების არსებობის ფაქტორზე თუ მსგავსი რამ შეგემთხვათ.