Marushaპირადად რომ დაელაპარაკო, არა?
ზრდასრული ხალხი ხართ და სანამ დაგროვილი უდროო დროს ამოხეთქავს, ჯობია დიალოგი.
მესმის რაც გაგიტყდა.
პატარები აღარ ხართ და გგონია, რომ ეშინია ან მომავალში შეეშინდება პასუხისმგებლობის.
ეგეთი კაცები კიდე ცოტა არასტაბილურების შთაბეჭდილებას ტოვებენ რაღაც საკითხებში.
იმას კი არ ვამბობ, რომ არ უყვარხარ? უბრალოდ ოჯახური ტიპი ვერ დაინახე მასში ალბათ, მზრუნველი და ა.შ.
იქ სახლში რომ რაღაცაა გასაკეთებელი იმასაც უნდა აწუხებდეს და მარტო შენ არ გიწევდეს ამაზე ფიქრი და სხვა წვრილმანები.
მაგრამ გირჩევ ყურები არ ჩამოყარო - მიეცი დრო... შენთვის თუ თქვენი ურთიერთობა ხელწამოსაკრავი არ არის...
ეს დრო შეიძლება არც 1 კვირა იყოს, არც 1 თვე... არამედ მეტი... მაგრამ თუ უყვარხარ და მისთვის ძვირფასი ხარ, გაეხსნება გონება...
მთავარია მისი არამზაობა მამობისთვის იყოს ზოგადი, ცხოვრების ამ ეტაპისთვის და არა კონკრეტულად თქვენს ურთიერთობასთან მიმართებაში.
თავად მაქვს გამოვლილი ეგ პერიოდი და ვთვლი, რომ ძალიან ცუდი იყო როგორც ვუყურებდი ასეთ მნიშვნელოვან თემას.
მაგრამ ჩემით დავდექი სწორ გეზზე და დღეს ზუსტად ვიცი ყველაფერს გავაკეთებ ჩემს ცოლ-შვილს ცივი ნიავი რომ არ მივაკარო.
ასე რომ - Успокойся, Ипполит

თქვენ მითუმეტეს ოჯახი არ გქვიათ და
ჯერ მხოლოდ ერთად ცხოვრებაზეა
ლაპარაკი. ამიტომ, სანერვიულო ნაკლებად გაქვს.
ჯერ დაიწყეთ ერთად ცხოვრება, შეეგებეთ ახალ პასუხისმგებლობებს, გადადით შემდეგ ეტაპზე
This post has been edited by Ferlador on 5 Aug 2016, 15:54