ჯანსაღი კვებაა ყველაზე მთავარი.
ზედმეტი წონა ზოგადად ჩემი ტკივილია

სირბილი და ვარჯიში თავისას შვება, მაგრამ ჯანსაღი კვება +ვარჯიში ჯობია =გამოსავალს.
ბოლო 3.5 თვეში 8კგ დავიკელი.
თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მერე ორგანიზმი გადაეწყო და რეჟიმს მიეჩვია.
ერთი ეგაა რომ სახლში ხორცს/თევზს/კვერცხს მიმალავენ

კალორიული დეფიციტის დროს აუცილებლია:
1. ცილა მიიღო მინიმუმ წონა კგ-ში X 1.6.
ჩემ შემთხვევაში 77კგ-ზე 120-160გრამის ფარგლებში.
2. სასრგებლო ცხიმები არ უნდა მოაკლო ორგანიზმს (დამატებით თევზის ქონს ვსვავ)
3. ბოსტნეული
4. ხილი
5. წონა ძირითადად ნახშირწყლებისა და ცუდი ცხიმების ხარჯზე დაიკლო.
6. ძილი მინიმუმ 7საათი
7. ნაკლები სტრესი
* * *
ჟიმ ლოჟას რაც შეეხება 4 თვეში 100კგ-ზე ავედი და გავჩერდი კიდეც წონის კლების გამო.
თან როგორც წავიკითხე ძალიან თავის გაგიჟება ჟიმზე მთლად კარგი არ არის მხრებისათვის.
ჰა-ჰა, მაქსიმუმ 120-ზე თუ ავალ, მეტი არცაა საჭირო.
შემდეგი პრიორიტეტი უფრო ჩაჯდომები მაქვს, ალბათ ნოემბრიდან.
მანამდე კიდევ -3კგ დამრჩა