AnEeEeE=]]სირბილს რაც შეეხება ვიტყვი ჩემი მაგალითით, ალბათ სხვებიც ეგრე არიან

მოკლედ დილით, გაღვიძებისთანავე ვდგებით, ვიცმევთ საღამოს წინასწარ მომზადებულ ტანსაცმელს, ტუალეტი, ერთი ჭუქა წყალი და ვაშლი თუ ნახე.მაცივარში ვაბშე მაგრია. გადიხარ გარეთ, გეტაკება სიცივე და ჩამოგპორჭყნის სახეს ცოფიანი კატასავით, წადი შენი დედაცო შეუკურთხებ და უკვე გაღიზიანებული შედიხარ ლიფტში (ან არა და ეგრევე ბრუნდები და ძვრები თბილ ლოგინში, 12 საათამდე ძილი გარანტირებულია, პროსტა რო ადგები და ფორუმზე შეიჭყიტები ვარჯიშის თემაში - მიხვდები რო ლეღვობა ჩაიდინე) გადიხარ ეზოში, ბნელა, მეეზოვეები მხოლოდ რამოდენიმე და კანტი კუნტად გამვლელები, გაჩერებული პატრულის მანქანა და ძილის მიერ თავწართმეული პატრულები (ეგრევე ჯარი გახსენდება უპატრონოდ მიგდებული იარაღის დანახვაზე) აგრძელებ გზას სარბენი ბილიკისკენ და ნელ ნელა ატყობ რო გცივა, სახსრები გაშეშებული გაქვს, მოძრაობა გეზარება, არ გსიამოვნებს, მაჯებს პლაშოვკის სახელოებში მალავ და ცდილობ ცივი ჰაერი არ შეუშვა ნიკაპის ქვეშ, არც კისერში, არც სახელოებშში, მარა მაინც გეპარება ცოტ ცოტა....შედიხარ ასე მოკუზული და მოფუზული სარბენ მოედანზე და ხვდები რო სისულელე ჩაიდინე 06:30-ზე რო დააყენე მაღვიძარა. სხვა რა გზა გაქვს, იწყებ უშნო თოხარიკს, ფეხები როგორც საჭიროა ისე ვერ გარბიან, მარა სხვა გზა არ გაქვს, აკვირდები ბილიკს სიბნელეში და ნელ ნელა აწყობ ნაბიჯებს, ცდილობ რიტმულად ისუნთხო, ნელ ნელა გამოგდის, გამოიხედები უკან.და ვაა, 300 მეტრამდე გაგივლია, წინ გაიხედწბი და 600 იქნება და ფაქტიურად ნახევარი წრე გექნება გავლილი. სგ დათუნია

- შეაქებ შენ თავს გუნებაში, ნელ ნელა ცდილობ ხელების ისე მოძრაობას, რომ ტანს აყვეს და ინერციით ნახტომის გაკეთებაში ეხმარები ფეხს, აღმოჩენა გახარებს და გამხიარულებს, ამასობაში 600 გაქვს გავლილი, ნახევარი წრის მერე ატყობ რო აღარ გცივა და მუშტებიც თურმე გამოსულან.სახელოებიდან და ცივ ჰაერზეც მშვენივრად გრძნობენბთავს, ნელ ნელა გათბი, ორგანიზმი გახურდა, შუბლზე ცივი ჰაერი დაჟე გსიამოვნებს, ნახტომების სიგრძე იზედება და სხეული ერთ რიტმში მოძრაობს, აჰა, ვიღაცა მორბენალი გამოჩნდა, ნელ ნელა ეწევი, უკვე გესმის მისი აჩქარებული სინთქვა და გრძნობ რო ტემპს უმატებს, ცდილობს გაგექცეს

ვერ მოგართვით, ძალა და ენერგია შენ მეტი გაქვს, ნელ ნელა უსწორდები, ამაყად გადახედავ და ასწრებ, გესმის მისი ფეხის ხმა და ოპაა წრეც დამთავრდა... მოდი მეორეც. საათს დახედავ და 11 წთ

რა ამბავია, შეიცხადებ და.მეორე წრეს უკვე მონდომებული, მაღალი ტემპით და მიზანდასახული ნახტომებით იწყებ, ცდილობ მოხერხებულად გადაასწრო შემხვედრებს. (გზად მილიონ რამეს ხედავ და მილიონი ფიქრი მოგდის, მერე მოგიყვები მაგას) აი ფინიშიც - 9 წთ... მესამე წრეს უკვე დაბოღმილი, მთელი ძალებით იწყებ, ცოტა ხანში გრძნიბ რო ვიღაც გეწევა, მოხედავ და დასვენებული, გამოპრანჭული მორბენალი, არ უთმობ და უმატებ, უკვე გრძნობ რომ ტემპის დაგდება გინდა, მარა ასე ხომ გაგასწრებს, უკანასკნელ ძალებით უბერავ რაც შეგიძლია და აფინიშებ მესამე წრეს 7- წთ. კმაყოფილი ჩერდები და ჩქარი სიარულით გადიხარ ორასიოდე მეტრს, მოდიხარ სახლისკენ ამაყი, ძლიერი, თან დროებს და კილომეტრებს ანგარიშობ, გიხარია და გიკვირს რო მთელი 4 წუთი მოუგე შენს თავს, გულს ბაგა ბუგი გაუდის, ფილტვები საბერველივით მუშაობს, მკლავებიც დაბერილი გაქვს და კუნთებს და ძალას გრძნობ. შედიხარ აბაზანაში,.იხდი და სარკეში ჩახედვა გსიამოვნებს
იცმევ მიდიხარ სამსახურში ამაყი, მოტივირებული და მოხოდილი

ეგაა რა, გავარტყი დარბაზს და დაროჟკას