სკოლის პერიოდიდან მოყოლებული და "outlander"-ით განახლებული სურვილი, ძველებური სამოსის მოტივებზე შექმინილი თანამედროვე სამოსი.
ძალიან მომწონს დღესაც. ისტორიის გაკვეთილებზე კი მქონდა ფანტაზია, როგორ გამათხოვეს ვერსალის სასახლეში გადაღრძუებულ და ავხორც მეფეზე,
მე კი სამართლიანობის აღდეგნის მოტივით როგორ ვმალავდი ლამაზ-ლამაზ საყვარლებს კაბის ქვეშ. ნეტავ მართლა მალავდნენ? რაღაც ძალიან ინტიმურია
ჩაფლული იყო ამხელა კაბაში და კაცმა არ იცოდეს რა ხდება კაბის შიგნით. კაცის კილტიც არანაკლებია, სულ ვფიქრობდი, რომ კაცს კაბა უხდება,
ინტრიგაა და სექსუალურს ხდის. მელ გიბსონი მამაც გულში უმაგრესი იყო. და ამას სერიალი "აუთლენდერიც" ადასტურებს. ბიჭი რომ ვიყო
ჩავიცვამდი კილტის თანამედროვე ვარიანტს უხეშ ფეხსაცმელებზე.
ადრე მინდოდა შეკერვა მსგავსი სამოსის და ვერ მოვაბი თავი. აი, ზუსტად ასეთს, ოღონდ ნაკლებად გაბეირლ კაბას და სიგრძე მოკლეც მოუხდება.
ნუ გაპრაქტიკულებული, ყოველდღიურად მოსახერხებელი. მთავარია, აქცენტები არ უნდა დაიკარგოს, მთელი ეშხიც მაგათშია. კაბის შიგნით რასაც
იცვამდნენ, პერანგებად და საცვლებად, ეგენი ჩვეულებრივ ტანსაცმელად არის შესანიშნავი დღეს. ნაქსოვი და ბეწვის ხელ-ყელ სათბობები

ლაბადები

მატერიებიც როგორი კარგია




რამდენი ვეძებე ფოტოები, გავწყდი წელზე და მაინც ვერ ავარჩიე საუკეთესოები

და უკრაინული, გერმანული სამოსის მოტივებიც მაგარია. მარტო იმიტომ მინდა გერმანიაში ლუდის
ფესტივალზე მოხვედრა, რომ იქაური კაბა ჩავივა და ვიტრაშუნო ვითომ მეც გერმანელი ქალი ვარ
ამათი ფოტოების მოძებნის ნერვი აღარ მაქვს. მიმზიდველი და საინტერესოები არიან ეგენიც.
This post has been edited by Estrella on 20 Dec 2016, 23:43