ეს პოსტი თავიდან არა, მაგრამ ბოლოში რომ გავედი თავი თამარა ბებიად ვიგრძენი, შეგონებების გუდით.
რაც შეიძლება ნაკლებად მოდურად, ტენდენციურად და ტრენდულად. სამაგიეროდ, მაქსიმალურად დახვეწილ-სექსუალურად, ქალი უნდა იყოს
სექსუალური! - ეს აქსიომაა. მარტივად და შორიდანვე, ერთიანობაში უნდა მოჩანდეს მიმზიდველი სილუეტი, რომელსაც ჩაეხუტებოდი სიამოვნებით,
ე.ი. წვეტიანი, უხეში და უაზროდ გადატვირთული რამეებით არ უდნა იყოს ასხმული, ქალია და არა დეკორი.
ახლოდან კი უნდა აღიქვა ლამაზი ადამიანი და არ გაგექცეს თვალი სხვადასხვა ფინთი-კრუშკა დეტალებზე. თანაც, არ უნდა გავდეს ჭაღს, ნაძვის ხეს,
მაწანწალების კარდონის სახლს ან ბებიას სახლიდან მოპარულ ადიელას თუ სამზარეულოს ფარდას, რომლიც დიდი მოწონებით აცვია მხოლო იმიტომ,
რომ მოდის კივილად შეგვატყუეს მოდის კორიფე დიზაინერებმა. აი, იმდენი საზიზღარი რამეა დღეს მოდაში და მხოლოდ მოდურობის გამო აცვიათ,
სერიოზულად მაინტერესებს - ამ ხალხს თავისი გემოვნება არ გააჩნია?!
მთავარი რაც საჭიროა, სხეული უნდა იყოს მიმზიდველი. თუ ბუნებამ არ მისცა განსაკუთრებული გარეგნობა, თვითონაც არ უნდა დაუმატოს ზემოდან,
ე.ი. იყოს ჯანმრთელ ზომა-წონაზე. კანი, თმა, ფრჩხილი, კბილი, წვერი თუ ქალებში უწვერობა ჰქონდეს ჯანსაღი, სასიამოვნო. და მაინც, სადაა ჯანსაღი
წონა? ამ შემთხვევაში უნდა შეარჩიოს თავისი სხეულის შესაბამისი სამოსი და შეეცადოს კორექტორის ფუნქცია მისცეს. მაგრამ აი მოუვლელობას
არაფერი ამართლებს ნამდვილად.
აქსესუარები, სამკაულები, ფეხსაცმელები, ჩანთები და სამოსი - უნდა იყოს ზედმიწევნით მოვლილი და საღი. ამისთვის საჭიროა დრო და დრო
ადამიანმა
გადახედო შენს გარდერობს: ზოგი გაკერო, ზოგი გაპარსო, ზოგი გალაკო, ათასნაირი ხრიკია. შეამოწმო შიგნიდან სარჩულები - თუ სადმე დეფექტი აქვს
თავმოყვარე ადამიანმა არ უნდა ჩაიცვა. ამ წესის დაცვის შემთხვევაში, შინაგანად უკვე გაქვს სასიამოვნო განწყობა და ამას კიდეც ასხივებ გარშემომყოფებში,
რაც მიმზიდველს გხდის. სამოსსში ყოველთვის შეიტანე შენი დეტალი, არავის აწყენს ეხერხებოდეს ელემენტარული უნარი ავტო-მოდელირების.
ქალს უნდა უყვარდეს სექსუალური რამე-რუმეები, კორსეტები, უცნაური ჯიშის კალგოტკები და ყველაფერი ის, რაც ცალსახად ქალურია. თუნდაც არ
იცვამდეს ხშირად ან ვერავინ ხედავდეს, ისინი აუცილებლად უნდა ქონდეს და უყვარდეს!

როდესაც მოიწყენს ან უმადოდ იქნება, ჩაატაროს დიდებული
რიტუალი თავის მოვლის, შემდეგ ეგ თავისი "რამე-რუმეები" ჩაიცვას, სუნამო დაიკპუროს და უკვე გარედან "ბოიფრენდ-ჯინსიც" რომ მოიცვა, თავს
ფანტასტიურად გრძნობ და შენი მომრევი ვერაფერია ამ დედამიწაზე, სულ რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს!

ა, ჰო, კიდევ განწყობა - ეს ისაა რასაც შეუძლია სრულიად შეუმჩნევლად გატაროს ან პირიქით, შენკენ მომართული აღტაცებული მზერებით გაგართოს, ქალიან-კაციანად.
თუ არადა, რაც გინდა ჩაიცვი, თუ გინდა სულ შანელში ამოველე,მაინც ის გაჯობებს, ვისაც უბრალოდ, მაგრამ ლამაზ, მოვლილ ტანზე აცვია ლამაზი,
მოვლილი სამოსი - ესაა მთავარი საიდუმლო.
მოკლედ, სადა სექსუალურობა და ჩუმი ინდივიდუალურობა - ეს არის ჩემთვის მთავარი.
ბიჭებში სამოსამდე სანამ მივალ, მანამდე სხვა რამეებს კითხულობს ჩემი აურა. თანაც, რა პრობლემაა, თუ რამე არ უხდება ან უაზრობაა, ურჩევ,
განიხილავ და შეცვლით ისე, როგორც უკეთესი იქნება.
თუ ღიპი ექნება - დაააიგდებთ ღიპუცუნაააას.
თუ ზედმეტად გაფშიკინებული და მოდის კივილი ვარცხნილობა ექნება - თმის ჟელეების დასაფლავებას მოაწყოოოობთ.
თუ ბაბუაჩემის დროინდელი სტილით იმოძრავებს - მისი ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ასაკის საშუალო სტატისტიკურ სტილს შეარჩეეეევთ.
მთავარია ტვინი არ ქონდეს გაფშიკინებულღიპბაბუა, სხვა გამოსწორებადია.
მთავარია, ადამიანი იყოს სასურველი, თანაც მუდამ ღია სიახლეების და შენი შეხედულებების მისაღებად, სასიამოვნოც კია რომ გახედავ, საკუთარ
ქმნილებას დაინახავ და იტყვი that's maa boy
აქვე, დავდებ ჩემს ორ კუმირს, თანაც მეგობრებს, თანაც ლონდონიდან, თანაც უნიკალურად ნიჭიერებს. მათ არასოდეს აცვიათ იმისთვის, რომ გამოჩნდნენ მოდურები,
მაგრამ მათი სამოსი მუდამ გამოხატავს მათ ინდივიდუალურობას. თითქოს რაღაც ძველი, შინაგანი ბებერი სული მოაქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ემი
27 წლის გარდაიცვალა. დოჰერტი კი ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცია. ან უბრალოდ ჩემს გემოვნებასთან არიან ახლოს და უბრალოდ მომწონს ორივე.
ნუ, ემი ჩემთვის იდეალური იყო როგორც ქალი, რაღაც სხვა, უნიკალური შარმი ქონდა და ეს ქმნიდა მის სტილსაც, განსაკუთრებული იყო ყველაფერი
მასზე. თან არასოდეს ეცვა მოდურად და ტენდენციურად. (ბულემიისგან რომ ჩხირად იქცა, მაგ პერიოდს არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, მანდ ქალსაც არ გავდა უკვე.

)
დოჰერთი კი მაშინაც ყველაზე მეტად მესიმპათიურებოდა, rehab-ისას რომ მიშა სააკაშვილივით გასუქდა და ტახს დაემსგავა. მისი მონგრეული
კბილები, გიტარისგან გაშავებული თითები, ყელზე მიჟღაბნილი ტატუ და გაჩეჩილი თმა ჩემთვის ყველაზე მიმზიდველია.
ამ ორი ადამიანის მაგალითზე შემიძლია ვიმსჯელო თავად მე როგორი ადამიანი მგონია გემოვნებიანი და ახლოსაა ჩემს ბუნებასთან.
სხვა, არც მახსენდება ვინმე.... ალბათ იმიტომ რომ კუმირი მეტი არც მყოლია და არც მეყოლება ალბათ.

და დასკვნა, სამოსს შინაარსს მხოლოდ ის აძლევს, ვისაც აცვია, სხვა შემთხვევაში ღირებულება არ გააჩნია, თუნდაც 10 000 ევრო ღირდეს ნახევარმეტრიანი ნაგლეჯი სახელად "ლითლ დრესს"